მრცხვენის თქმად მრავალთა მათ ბოროტთა, რომელნი შეემთხვევიან კაცთა მთვრალობისაგან, არამედ მესმიან მრავალთაგან შემდგომად მთვრალობისა, ვითარმედ: "ნუმცა არს ღვინოი, რამეთუ მით იქმნებიან საქმენი უჯერონი"-ო. ჰოი უგუნურება ესე, სხვან...
იხილეთ სრულად
მრცხვენის თქმად მრავალთა მათ ბოროტთა, რომელნი შეემთხვევიან კაცთა მთვრალობისაგან, არამედ მესმიან მრავალთაგან შემდგომად მთვრალობისა, ვითარმედ: "ნუმცა არს ღვინოი, რამეთუ მით იქმნებიან საქმენი უჯერონი"-ო.ჰოი უგუნურება ესე, სხვანი იქმან ბოროტსა და შენ ნიჭთა ღვთისათა აბრალებაა? კაცო, უგულისხმოო! არა თუ ღვინომან ჰქმნა უჯერებაი, არამედ ბილწებამან უძღებად მსმელთამან. ესრეთ იტყოდე: "ნუმცა არს მთვრალობაი, ნუმცა არს უძღებებაი", ხოლო უკეთუ იტყვი: "ნუმცა არს ღ...
link
ეშმაკეულთაგან არა რაით განყოფილ არს კაცი მომთვრალე. ეშმაკეულთა ყოველნი სწყალობენ, ხოლო კაცი მომთვრალე - ყოველსა სძაგს და სძულობენ ამისთვის, რამეთუ ნებსით თვისით მისცემს თავსა თვისსა წარსაწყმედელად და ჰყოფს პირსა თვისსა, და თვალთა,...
იხილეთ სრულად
ეშმაკეულთაგან არა რაით განყოფილ არს კაცი მომთვრალე. ეშმაკეულთა ყოველნი სწყალობენ, ხოლო კაცი მომთვრალე - ყოველსა სძაგს და სძულობენ ამისთვის, რამეთუ ნებსით თვისით მისცემს თავსა თვისსა წარსაწყმედელად და ჰყოფს პირსა თვისსა, და თვალთა, და საყნოსელთა და ყოველთავე ასოთა, უსაძაგლეს მწვირისა. ხოლო შინაგანი თუ მისი იხილო, ჰპოვო სული იგი ზამთარსა შინა, და ნეფხვასა (ხმელი ყინვა) ძნელსა განყინული და უხმარი ყოველსავე საქმესა ზედა კეთილსა. ხოლო ბოროტთა მიმართ ს...
link
ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოება უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ც...
იხილეთ სრულად
ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოება უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ცნობილი მამებიც კი რომელნიც ათეულ წლობით განდგომილ ცხოვრებას ეწეოდნენ და პურითა და წყლით საზრდოობდნენ, შრომას თავიანთი ყოფის აუცილებელ პირობად თვლიდნენ და სხვათაც ურჩევდნენ, რაიმე ხელობას დაუფლებოდნენ, ლოცვა და შრომა ყოვე...
link
ოჯახში დიდი პრობლემები იქმნება, თუ მისი რომელიმე წევრი ლოთობს, ან ნარკომანია. იგი, ერთი მხრივ, სასიკვდილო განაჩენს უმზადებს თავის სულს, მეორე მხრივ, გამოუსწორებელ დაღს ასვამს, გარშემომყოფთა (განსაკუთრებით კი ბავშვების) შინაგან სამ...
იხილეთ სრულად
ოჯახში დიდი პრობლემები იქმნება, თუ მისი რომელიმე წევრი ლოთობს, ან ნარკომანია. იგი, ერთი მხრივ, სასიკვდილო განაჩენს უმზადებს თავის სულს, მეორე მხრივ, გამოუსწორებელ დაღს ასვამს, გარშემომყოფთა (განსაკუთრებით კი ბავშვების) შინაგან სამყაროს. მართალია, ძნელია ამ სენისაგან განთავისუფლება, მაგრამ ღვთის წყალობით მიუღწეველი არაფერია; თუ ოჯახის სხვა წევრები შეძლებენ ცხოვრების სწორი წესის შენარჩუნებას და ურთიერთსიმძიმის ტვირთვას, ბოროტის გავლენისაგან სულის დ...
link
ნუ დაითვრები ღვინითა, რომლითა არს სიბილწე (ეფ. 5, 18)
ნუ დათვრებით ღვინითა, რამეთუ მოსდევს სიბილწე
590. მითხარი, ჩემო მამაო, როგორ უნდა შევხვდე მომსვლელებს: ერისკაცებს, მამებს და ძმებს?
არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი საერთოდ შეიძლება მწუხარებას ბორო...
იხილეთ სრულად
არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი საერთოდ შეიძლება მწუხარებას ბოროტება უწოდო) მეორეს უმატებენ.
link
ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს.
შუაგულ ზღვაში მძი...
იხილეთ სრულად
ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს.
შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.
თ. 22-23
link
შვილო ღვინოსა განეყენე, რათა განთავისუფლდე