ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
მღვდლის წინაშე თქმული აღსარება აუცილებელი პირობაა სინანულისა, რადგანაც მოძღვარს ღვთისაგან აქვს მინიჭებული უფლება ცოდვათა მიტევებისა.
პატივმოყვარეობა, სიზარმაცე, სასოწარკვეთილება, მრუშობა, სიძუნწე, სიძულვილი, ღვარძლი, განკითხვა... ისინი გვაშორებენ ღმერთს და შინაგან ჰარმონიას ურღვევენ ჩვენს სულს.
განარიდეთ გულნი თქვენნი შურსა, ხედვიდეთ რა წარმატებას მოყვასისა თქვენისა, იხარებდეთ მის თანა. დაეხმარეთ ნიჭმიმადლებულს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი. გახსოვდეთ, ღმერთი თქვენს გულს ხედავს და მოგაგებთ სიმდიდრისაებრ გულისა თქვენ... იხილეთ სრულად
შურით ანთებული ადამიანი კილავს და აძაგებს ყველას, ვისაც ეჯიბრება: მტერსა თუ მოყვარეს. ხშირად უნიჭოებს დიდი პრეტენზიები აქვთ, საქმით კი არაფერს აკეთებენ და ამ სამწუხარო გრძნობის მორჩილნი პატიოსან და უდანაშაულო ადამიანებს განიკითხავ... იხილეთ სრულად
შურმა შეიძლება კაცი ბოროტმოქმედად აქციოს. საოცარია, ეს ცოდვა მატერიალურ სამყაროში უფრო მეტად ვლინდება; იშვიათად თუ ვინმეს შეშურდეს ადამიანის სულიერი მიღწევებისა. არ შურთ იმისი, ვისაც უფრო დიდი სარწმუნოება და სიყვარული აქვს, ვინც მ... იხილეთ სრულად
გულისწყრომისა და გულფიცხელობისაგან მორჩილება, სიმშვიდე, სიმდაბლე გვკურნავს. უფალი გვასწავლის: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ (მათე 11,29). გულფ... იხილეთ სრულად
უკეთური, მრისხანე ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებს, შემდეგ კი სხვებს. რისხვა უარყოფითად მოქმედებს გონებაზე, გულზე, ნერვულ სისტემასა და საერთოდ მთელ ორგანიზმზე. ღირსი მამა იოანე კასიანე მრისხანებას სასიკვდილო შხამს უწოდებს.... იხილეთ სრულად
ცოდვა, რომელიც ხშირად გვხვდება და დაკავშირებულია ქედმაღლობასთან, არის მრისხანება. ეკლესიასტეს წიგნში ვკითხულობთ: ნუ მოსწრაფე ხარ სულსა შინა თჳსითა გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომა წიაღთა შინა უგუნურთასა განისუენებს (ეკლ. 7,10). წმ... იხილეთ სრულად