სიხარული - ციტატები, გამონათქვამები
სიხარული - ციტატები, გამონათქვამები სიხარული, გამონათქვამები, ციტატები
ის, ვინც ივიწყებს თავისას და სხვებზე ზრუნავს, ზრუნავს მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა, ავადმყოფთა, ობოლთა და, საერთოდ, გაჭირვებულთათვის, სანაცვლოდ იღებს ისეთ სიხარულს და ღვთის ისეთ წყალობას, რომელსაც ვერ შეედრება ვერანაირი მიწიერი კეთილ... იხილეთ სრულად
არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს. ჩვენ მაცხოვრის ეკლესიის წევრნი ვართ და ისეთი ბედნიერება გვაქვს მონიჭებული, რომ ვერავითარი გარემო პირობები ამ სიხარულს ვერ დაჩრდილავს.
ყოველი წარსული წელი ჩვენი მასწავლებელია. ბევრი გაკეთდა და ბევრიც გაფუჭდა ჩვენი მიზეზით. თუ ყოველივე ამას საღი თვალით შევხედავთ, უფრო კარგად გავიგებთ სიხარულისა და მწუხარების ფასს, უფრო მეტად ვიგრძნობთ ადამიანთა ტკივილსა და უძლურებ... იხილეთ სრულად
მთავარია, იმედი არ დაკარგო, მუქი ფერებით არ აღიქვა სამყარო. ქვეყნად ბევრია ჭმუნვა და ურვა, მაგრამ სიხარულიც ბევრია.
ნებისმიერ პიროვნებას ყველაზე მეტად უყვარს ის, რაც ყველაზე მეტად სურს, და ყველაზე მეტად სურს ის, რაც მას ყველაზე მეტ სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს.
საერთოდ, ადამიანი ნეტარებისათვის არის ღვთისგან შექმნილი. ამიტომაც ბედნიერებისა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა მისი ბუნებრივი თვისება და სურვილია; ბედნიერება და სიამოვნება კი სიყვარულს უკავშირდება. ნებისმიერ პიროვნებას ყველაზე მეტად ... იხილეთ სრულად
წმიდა მამათა სწავლანი მიზნად ისახავს ადამიანის ღმერთთან დაახლოებას, ნეტარებასა და წარუვალ სიხარულს. „გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ“ (ფილიპ. 4, 4), - გვარიგებს პავლე მოციქული.
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, გაზიარებული მწუხარება სუსტდება, ხოლო გაზიარებული სიხარული ძლიერდება.
თავისი ბუნებით ადამიანი მიილტვის ბედნიერებისაკენ. ესაა როგორც მთელი საზოგადოების, ისე თითოეული ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელი ყველა დროსა და ეპოქაში. თუმც საკითხავია, შეუძლია კი პიროვნებას მოიპოვოს ჭეშმარიტი სიხარული, ანდა სწორ... იხილეთ სრულად