საკუთარი თავის შეცნობა - ციტატები, გამონათქვამები
საკუთარი თავის შეცნობა - ციტატები, გამონათქვამები საკუთარი თავის შეცნობა, გამონათქვამები
თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და დემონები. ვიცოდეთ ღმერთი, ნიშნავს იმას, რომ შეგნებული გვქონდეს მისი უზენაესობა, რამეთუ იგი არის შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი ... იხილეთ სრულად
თუ მკაცრად ადევნებ თვალს საკუთარ თავს, თავს ყველაზე უკანასკნელად ჩათვლი და მაშინ მაქებელნი ვერაფერს დაგვაკლებენ. ადამიანები მხოლოდ გარეგნულს ხედავენ, შინაგანს კი არ იცნობენ, იმათ გარდა, ვინც სულიერად ცხოვრობს.
ჩვენ ყველანი, მრადიული სიცოცხლისა და სინათლის სამეფოსკენ მიმავალნი, ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ რითაა შემოსილი ჩვენი სული. დაე, ჩვენთვის მაგალითი იყოს იგი, ვინც ყოველდღიურად იმოსება და განიძარცვება, უკეთესდება, ირთვება, რათა რაც შეი... იხილეთ სრულად
სულიერი ხედვის განვითარების მთელი პროცესი, შეიძლება შემდეგ ეტაპებად დავყოთ: 1. საკუთარი შეცოდების დანახვა; 2. საკუთარი ცოდვიანობის შეცნობა; 3. დაცემის დანახვა, რომლითაც მოცულია ადამიანის მთელი არსება; 4. და... იხილეთ სრულად
პირველი სულიერი ხედვა არის საკუთარი ცოდვების დანახვა, რომლებიც მანამდე დავიწყებითა და უცოდინრობით იყო დაფარული. მათი დანახვით მოღვაწე უკვე ხვდება თავის ადრინდელ სულიერ სიბრმავეს, რომლის დროსაც არსებითიც და არსებულიც მას სრულებით ა... იხილეთ სრულად
თუ ადამიანი თავის ძველ კაცს ვერ შეიცნობს, რათა სწორედ ამით დამდაბლდეს ბუნებრივი სახით, მაშინ სიმდაბლე მისთვის არ იქნება ის მდგომარეობა, რომლითაც მასში დაიმკვიდრებს ღვთაებრივი მადლი.
რატომ განვიკითხავთ მოყვასს? იმიტომ, რომ საკუთარი თავის შეცნობას არ ვცდილობთ. ვინც საკუთარი თავის შეცნობითაა დაკავებული, მას სხვისი ნაკლის შესამჩნევად არ სცალია.
მოყვასის განკითხვის ჩვევა სულის საქმეა, რომელიც სულაც არ ზრუნავს თავის ცხონებაზე და სრულებით არ იცნობს საკუთარ თავს.
ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს.