კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე
კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და
426. ხშირად, როდესაც ვცდილობ მეფსალმუნის სიტყვების აზრის ზედმიწევნით ჩაწვდომას, მათგან ბოროტ აზრებზე გადავდივარ
424. მივაქციო თუ არა ყურადღება ფსალმუნთა გალობის, ლოცვის ან კითხვის დროს მოსულ ცუდ აზრს? დროებით ხომ არ შევწყვიტო ფსალმუნთა გალობა, ლოცვა ან კითხვა, რომ წმინდა აზრებით შევეწინააღმდეგო მათ?
422. როდესაც მეჩვენება, რომ აზრი დუმს და არ მაწუხებს, ამ შემთხვევაში მეუფე ქრისტეს სახელის მოხმობა კარგია თუ არა? რამეთუ ასეთი აზრი მომდის: ახლა, როდესაც მშვიდად ვართ, არაა ამის აუცილებლობაო
421. როდესაც ფსალმუნთა გალობისას ან მათ გარეშე აზრები მამძიმებენ, დახმარებისთვის ღვთის სახელს ვუხმობ, და ამ დროს რადგან ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ კარგად იქცევა, ამიტომ მტერი ჩამაგონებს: ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა ამპარტავნებამდე მიგიყვანსო. როგორ ვიფიქრო ამ შემთხვევაში? იხილეთ სრულად
419. ჩემო მამაო, როდესაც სულგრძელი მოთმინების შესახებ გკითხე, შენ მიპასუხე, რომ ის, ისევე როგორც ყველა კეთილი საქმე, ღვთის ნიჭია, მაგრამ ახლა ლოცვის შესახებ მითხარი, რომ დახმარება ზოგჯერ ღვთისაგან არაა. ამიხსენი ეს განსხვავება?
418. როდესაც რაღაცაზე ვწუხვარ, მაშინ ვლოცულობ და ღვთის გამოუთქმელი სიკეთით დახმარებას ვიღებ, მაგრამ აზრი ამაყობს იმით, რომ ჩემი შეისმინეს. როგორ მოვიქცე?