სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები
სიმშვიდე - ციტატები, გამონათქვამები სიმშვიდე, გამონათქვამები, ციტატები
იმისათვის, რომ გწამდეს, გიყვარდეს და შრომობდე, აუცილებელია შინაგანი და გარეგანი მშვიდობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიგრძნობთ ჩვენ იმ სიხარულს, რომელსაც ყოველი ადამიანი ეძიებს და რომელზეც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: სიხარულ... იხილეთ სრულად
ადამიანმა ღვთის მადლი რომ მიიღოს, ჯერ შინაგანი მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ამიტომაც მიმართა პირველად აღდგომილმა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ასე: „მშვიდობა თქვენთანა!“ ღვთაებრივი სიყვარულიდან მომდინარე ამ მშვიდობის გარეშე მოციქულთა გული... იხილეთ სრულად
რა ბედნიერებაა მშვიდობა! მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ადამიანის სულში, მშვიდობა შინ და გარეთ, მშვიდობა ქვეყნისა... ის, რაც გაკეთებულა ან რაც უნდა გაკეთდეს კარგი და დიადი, მხოლოდ მშვიდობიან დროს შეიძლება შეიქმნას... იხილეთ სრულად
ის, ვინც სულგრძელია, სიმშვიდეს ყოველთვის ინარჩუნებს: უკეთუ ზიანს აყენებენ, მტკიცეა, ვითარცა კლდე, ხოლო უკეთუ შეურაცხყოფენ, ურყევია, ვითარცა სვეტი, და ამ შეურაცხყოფაზე მაღლა დგება.
მშვიდობა ადამიანის სულში რომ დაივანებს, საზოგადოებას მთლიანად მოიცავს. ასევეა შფოთიც.
მშვიდობამ ჯერ ადამიანში უნდა დაივანოს, ამის შემდეგ იგი ადამიანთა შორის განივრცობა.
ადამიანი, რომელიც თავის გულს ვერ იმორჩილებს, მით უფრო ვერ დაიმორჩილებს ენას; თუ თავის თავში სიმშვიდეს ვერ პოვებს, მით უფრო ვერ დაამყარებს სახელმწიფოში მშვიდობას; თუ სხვის ტკივილს ვერ თანაუგრძნობს, ნაკლებად შესწევს სხვისი სიხარულის... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს.
ბიბლიაში საოცარი სიტყვებია მკვლელი კაენისადმი მიმართული: ხმაი სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენდა მომართ ქვეყანით“ (დაბ. 4, 10) უდანაშაულო ბავშვების სისხლი, აბელის სისხლივით ცას შეჰღაღადებს. მკვლელები მხოლოდ საუკუნო ცხოვრებაში რ... იხილეთ სრულად