
ავტორი:
ილია II
ადამიანმა ღვთის მადლი რომ მიიღოს, ჯერ შინაგანი მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ამიტომაც მიმართა პირველად
ადამიანმა ღვთის მადლი რომ მიიღოს, ჯერ შინაგანი მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ამიტომაც მიმართა პირველად აღდგომილმა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ასე: "მშვიდობა თქვენთანა!" ღვთაებრივი სიყვარულიდან მომდინარე ამ მშვიდობის გარეშე მოციქულთა გული სამუდამოდ დახშული იქნებოდა მარადიული ცხოვრების სიტყვათათვის. სულიერი სიმშვიდე უდიდესი წყალობაა ღვთისა. მასზეა დამოკიდებული გარეშე ყოფა: მშვიდობა ოჯახში, საზოგადოებაში, სახელმწიფოსა თუ მთელ სამყაროში.