მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ჩვენ ყოველგვარ გასაჭირში სიმხდალეს ვამჟღავნებთ და ამით ერთგვარად ხელს ვკრავთ ღვთის მადლს.
მტერი ბრძოლას [მონასტერში მისვლიდან] სამი-ოთხი წლის მერე გვიწყებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მადლი გვშორდება, რათა გამოგვცადოს
ეს წუთისოფელი ცოდოს და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი, ზოგი ცოდოს იკიდებს ზუგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულისავით სუბუქია.
ნურავის განიკითხავ, თუნდაც მან შენს თვალწინ საშინლად შესცოდოს. გახსოვდეს, რომ თუ მადლი დაგტოვებს, შესაძლოა, ყველას გადააჭარბო ცოდვებით.
უფალმა იტვირთა შენი ცოდვები, შენ კი მისი მცნებების შესრულება უნდა იტვირთო, რომლებსაც ღვთის მადლი მსუბუქ ტვირთად და ტკბილ უღლად აქცევს.