მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
საღმრთო მადლის სულში შემოსვლის ნიშანია ლოცვაზე ღვთისმოშიშებით დგომა, შიშითა და კრძალვით ლოცვა და მისდამი უდიდესი გულისყურის გამოჩენა.
ლოცვა-კურთხევა უდიდესი მადლია. ადამიანი, რომელიც სასულიერო პირიდან ხშირად ღებულობს ამ მადლს, დაზღვეულია მრავალი განსაცდელისაგან.
უპირველეს ყოვლისა, ის (მადლი) ღვთიური კრძალვით აღვიძებს სინდისს, რის გამოც ბოროტების მოქმედებმა შეინანეს და ღმერთს სათნოეყვნენ.
უფალი დაივანებს შენში და თავისი წმიდა მადლით იმოქმედებს შენზე მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად განიწმინდები ხორციელი ზრახვებისგან.
671. კიდევ ერთმა, ამსოფლიური სიბრძნის მასწავლებელმა, ქრისტესმოყვარე კაცმა, იმავე დიდ ბერს ჰკითხა: ექნება თუ არა მას კეთილდღეობა იმ შემთხვევაში, თუ ის სხვა უფრო მაღალ ღირსებას მიიღებს? დიდმა ბერმა მას უპასუხა:
62. იგი (მადლი) უპირველესად ღვთისმშვენად აღადგენს სინდისს, რითაც ბოროტმოქმედნიც კი, შეინანეს რა, ღმერთს ესათნოვნენ.
72. რაოდენგზისცა ურვეულ იყო, მოიგონებდ რაოდენი განმზადებულ არს მორწმუნეთადა, და ნაყოფად სულისა მადლი მოიწიოს შენდა
ერისკაცებმა ბერობა გულითა და საქმით უნდა აღიარონ, რათა ამ გზით მაინც ბერმონოზვნური მადლის თანაზიარნი შეიქმნენ
წმინდანთა ჯაჭვი საქართველოში უწყვეტია. ქართულ ეკლესიას სულიწმიდის მადლი არასოდეს მოკლებია და არც მოაკლდება
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი"