"მწამს... ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", - ვკითხულობთ სარწმუნოების სიმბოლოში, რომელიც წმინდა მამათა მიერ I და II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ჩამოყალიბდა. ამიტომაც, დიდ ცოდვასა და დანაშაულს სჩადიან ისინი, რომელნიც ტოვებ...
იხილეთ სრულად
"მწამს... ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", - ვკითხულობთ სარწმუნოების სიმბოლოში, რომელიც წმინდა მამათა მიერ I და II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ჩამოყალიბდა. ამიტომაც, დიდ ცოდვასა და დანაშაულს სჩადიან ისინი, რომელნიც ტოვებენ მართლმადიდებლობას და სექტებში გადადიან. თვითონ სიტყვა "მართლმადიდებლობა" ანუ მართლად, სწორად დიდება ღვთისა, ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტებაზე მეტყველებს.
სხვა ადამიანში, თუნდაც ყველაზე შეუმჩნეველში, ან ცოდვით დაცემულში, უნდა სცადო, დაინახო ღვთის ბრწყინვალების ანარეკლი, - მისი კარგი თვისებები და ასე შეიყვარო იგი.
ერეტიკულმა მიმდინარეობამ, გნოსტიციზმმა, დააბრკოლა პირველი ქრისტიანები ჭეშმარიტი გნოსისის - ცოდნის მიმართ; იმ სიმაღლეების მიმართ, რასაც მიაღწია კაცობრიობამ ანტიკურ ფილოსოფოსთა და მოაზროვნეთა საშუალებით.