ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ხომ არ დადგა დრო, საერთო სახალხო დარბაზის შექმნისა, რომელიც ყველა ფენიდან შეკრებს ჯანსაღ, გონივრულ წინადადებებს და მასალას მოუმზადებს ხელისუფლებას იდეოლოგიის განსაზღვრისათვის?
უგუნური ლიბერალიზმი, როგორც წესი, სათავეა მრავალი ნეგატიური მოვლენის, მათ შორის კორუფციის, დანაშაულთა გამრავლების, საერთო მიშვებულობის და განუკითხაობისა. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა... იხილეთ სრულად
ისეთი პატარა ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა, ალბათ, ყველაზე სწორი პოზიცია, ნეიტრალიტეტია, თუ, რა თქმა უნდა, იგი გარანტირებული იქნება სხვა დიდ სახელმწიფოთა მიერ.
უნდა აიკრძალოს ამორალური და ე.წ. ძალადობის ფილმების ჩვენება. საზოგადოებაში ისედაც დიდი უარყოფითი მუხტია დაგროვილი, ეს კი უფრო აძლიერებს ამგვარ ემოციებს და ადამიანურ ურთიერთობებს ძაბავს.