წმინდანები - ციტატები, გამონათქვამები
წმინდანები - ციტატები, გამონათქვამები წმინდანები, გამონათქვამები, ციტატები
1647. ხომ არ ითვლება ანგელოზთა და წმინდანთა პატივისცემა ღმერთის პირველი მცნების საწინააღმდეგოდ?
წმიდანები იყვნენ როგორც ღვთისმოყვარენი, ასევე - ყველა ადამიანზე მეტად კაცთმოყვარენი.
ახლა არაწმიდა სულს არ სურს ურთიერთობა ღვთისმოსავ ადამიანებთან: მოვა დრო, როდესაც იგი ძალიან მოინდომებს ამას, მაგრამ უკვე გვიან იქნება (სიბრძნე 5, 3).
მაგალითი ადამიანებისა, რომლებიც ღვთისადმი ცეცხლოვანი სიყვარულით არიან ანთებულნი, ჩვენს გულსაც კვებავს ქრისტიანული სათნოებით. განცალკევებით დადებული ნახშირი, მართალია, სიცხოველეს შეიცავს, მაგრამ ნელ-ნელა ქრება და ცივდება.
კეთილსურნელების გამყიდველთან მისული ადამიანი სასიამოვნო სურნელს მიიღებს: ასევე ღვთისმოსავ მამებთან ურთიერთობის მქონე თავისდაშეუმჩნევლად ეჩვევა და მათ სათნოებებში ბაძავს
შეხედე იმ პატივს, რომელიც მიიღო ყველა წმიდანმა, და მათთან შეჯიბრი ნელნელა მიგიყვანს სათნოებებთან.