ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ტაძარი ადგილია ადამიანის ეკლესიური კურთხევისა, კარიბჭეა მარადიულობისა, სავანეა ღვთისა. აქაური მადლმოსილი გარემო აღაზევებს, აკეთილშობილებს სულს, განწმედს და განათავისუფლებს ცოდვებისაგან.
ეკლესია მარტო ჩვენ, მიწაზე მცხოვრებნი კი არა ვართ, ეკლესიაა, უპირველეს ყოვლისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, საქართველოს დედა და დიასახლისი, მოციქულები, წინასწარმეტყველები, ჩვენი მეფეები და პატრიარქები, ყველა ადამიანი, ვინც კ... იხილეთ სრულად
მაცხოვარმა ეკლესიას მიმადლა ძალა სულისა წმიდისა. ყოველგვარი არსებობა განსაზღვრულ ფორმას მოითხოვს. ფორმა საჭიროა ქრისტიანის რელიგიური ცხოვრებისთვისაც და იგი პოვებს კიდეც მას ეკლესიაში მრავალგვარი სახით გამოვლენილს. ჩვენს ტაძრებში ა... იხილეთ სრულად
არ არის საკმარისი, იყო მორწმუნე, აუცილებელია ეკლესიურობა, რომ ეკლესია საიმედო გემია აბობოქრებულ ზღვაში.
ხშირად ვერ ვხსნით, რატომაა აუცილებელი ჩვენთვის მძიმე განსაცდელი, ხშირად ვერ ვიგებთ, არ გვესმის უფლისა; მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანს მივაღწევთ, მივხვდებით, რომ განვლილი სიმწარე და შეჭირვება საჭირო და აუცილებელი იყო სულის წრთობისათვ... იხილეთ სრულად
როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე და ... იხილეთ სრულად