სიხარული - ციტატები, გამონათქვამები
სიხარული - ციტატები, გამონათქვამები სიხარული, გამონათქვამები, ციტატები
ნათქვამია - როცა უბედურებას განიცდი, შენი სიხარული არ შეანელო, და იცოდე, რომ კარიბჭესთან ბედნიერება გელოდება. და პირიქით - როცა ბედნიერებას განიცდი, გაიხარე, მაგრამ იცოდე, რომ უბედურება გელოდება, იმიტომ, რომ ერთს მეორე მოსდევს. ა... იხილეთ სრულად
სადაც ქრისტეა – ნათელი სოფლისა – იქ იმქვეყნიური მარადიული ნათელია, იქ მშვიდობა და სიხარულია, იქ ანგელოზები და წმინდანები არიან, იქ სასუფევლის მხიარულებაა.
მცირედ გაისარჯე, ძმაო, ლოცვასა და მღვიძარებაში და ნახავ, რომ შენს გულში სიხარული იფეთქებს და ნათელი ამობრწყინდება შენი გონების ცის კამარაზე. ისეთი სიხარული კი არა, სანამ მოასწრებ მისით გახარებას, რომ უჩინარდება, არამედ ტკბილი მხია... იხილეთ სრულად
რამდენადაც გულმოდგინეა მლოცველი, იმდენად განიწმინდება მისი გული, ნათლდება გონება, კეთილშობილი ხდება მისი განწყობა, მით მეტად განეფინება ღვთის სასუფევლის სიხარული და მისი არსებობა ღვთის ხატად შექმნილ ადამიანში, რომლისთვისაც ღმერთკა... იხილეთ სრულად
ჩვენს სულში სიყვარული უნდა აღვძრათ, რომ ლოცვა გაძლიერდეს, გამთლიანდეს და ამ კარგი გრძნობით გამოიღოს კეთილი შედეგი – თავისუფლად ლოცვა, სულიერი სითბო, სიხარული, ცრემლი
დაფიქრდი, როგორ გვჭირდება სულიერი, განსაკუთრებით კი ღვთაებრივი სიხარული. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვეცადოთ, ჩვენს განკარგულებაში არსებული დრო ლოცვისთვის გამოვიყენოთ.
ლოცვა ადამიანის ღმერთთან საუბარია. შემუსვრილი და დამდაბლებული სულით მლოცველი ივსება ღვთაებრივი ნიჭითა და კურთხევით – სიხარულით, მშვიდობით, შვებით, განათლებით, ნუგეშით და ნეტარებას აღწევს.
თუ მოწყინება, უდებება და გულგრილობა გვიახლოვდება, შიშით, ტკივილით და გონების დიდი სიფხიზლით ვილოცოთ და ღვთის მადლით ნუგეშისა და სიხარულის სასწაული სწრაფად აღსრულდება ჩვენზე.