ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები
ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები ღვაწლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
შვილო ჩემო, იპყარ ხელთ ლოცვის საჭურველი და დაიცავი საღმრთო ციხესიმაგრე, რამეთუ მოღვაწეს ზეციურ იერუსალიმში ზეთისხილის რტოთი კი არა, მარადიული დიდების უჭკნობი გვირგვინით შეამკობენ. ასეთი ღვაწლი ღირს, რადგან მისი წყალობით მოგე... იხილეთ სრულად
ის ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს – ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა.
სიბნელის მეუფების დაძლევა დასაწყისშივე ხდება არა სიტკბოებით და ლხინით, არამედ ცრემლის ღვრით, სულიერი ტანჯვით, უკიდურესი თვინიერებით და უდიდესი მოთმინებით, და განუწყვეტლივ, მტკივნეული ლოცვა–ვედრებით.
როდესაც ღმერთი ამ სოფლიდან გამოიყვანს მონაზვნობისათვის მოსულს და მოიყვანს უდაბნოში, მაშინვე როდი უჩვენებს მას მის საკუთარ ვნებებსა თუ განსაცდელს, არ ანახებს, ვიდრე მონაზონი არ გახდება და ვიდრე ქრისტე არ შეკრავს მას თავისი შიშით. დ... იხილეთ სრულად
თუ საკუთარი თავით დავკავდებით, უპირატესად საღვთო შეწევნას დავეყრდნობით და გარეგნულზე მეტად შინაგან ღვაწლს მივანიჭებთ მნიშვნელობას, სხვებს უფრო მეტად და შედეგიანად დავეხმარებით. გარდა ამისა, ჩვენ შევძლებთ, შინაგანი სიმყუდროვე მოვიხ... იხილეთ სრულად
კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჭამოს, სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით. ეს გამოვცადე, რადგან ესეც ღმერთის ხელთაა.