ზრახვები სხვადასხვანაირია: ერთნი წმინდა ნათლისღებით ინერგებიან ქრისტიანის არსებაში და ღვთიური მადლიდან მომდინარეობენ, ხოლო ზოგიერთი გვეძლევა დაცემული სულის მერ. „დაცემული არსების ზრახვებსა და შეგრძნებებში სიკეთე და ბოროტება აღრეულ...
იხილეთ სრულად
ზრახვები სხვადასხვანაირია: ერთნი წმინდა ნათლისღებით ინერგებიან ქრისტიანის არსებაში და ღვთიური მადლიდან მომდინარეობენ, ხოლო ზოგიერთი გვეძლევა დაცემული სულის მერ. „დაცემული არსების ზრახვებსა და შეგრძნებებში სიკეთე და ბოროტება აღრეულია, ხოლო დემონურში კი ბოროტება ხშირად სიკეთის ნიღბით მოქმედებს, თუმცა ზოგჯერ აშკარა სიავესაც ავლენს“ (წმიდა მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი).
ყველაზე დახვეწილი და ყველაზე რთული ბრძოლა აზრებთან ყოველწამს იმას აქვს, ვინც რელიგიურად ცდილობს ცხოვრებას. დიდი სიფრთხილე გმართებს, ბოროტისაგან მოგზავნილი აზრების შემჩნევა, უკუგდება და მოგერიება რომ შეძლო. ასეთ ადამიანებს გულითადი...
იხილეთ სრულად
ყველაზე დახვეწილი და ყველაზე რთული ბრძოლა აზრებთან ყოველწამს იმას აქვს, ვინც რელიგიურად ცდილობს ცხოვრებას. დიდი სიფრთხილე გმართებს, ბოროტისაგან მოგზავნილი აზრების შემჩნევა, უკუგდება და მოგერიება რომ შეძლო. ასეთ ადამიანებს გულითადი, მხურვალე რწმენა, სიმდაბლე და სიყვარული უნდა გააჩნდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გულში ადვილად მოიკალათებს ეშმაკის მზაკვრობა, მზაკვრობასთან ერთად მცირედმორწმუნეობა, ანუ ურწმუნოება და მერე ყველა სახის ბოროტებაც, რომელთაგან ...
ჩვენ იმიტომ ძალგვიძს აზროვნება, რომ აზრს არ გააჩნია ზღვარი, იმიტომ ვსუნთქვთ ასე თავისუფლად, რომ ჰაერის სივრცე არაა შემოფარგლული. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ყველა რიგიანი და ნათელი აზრი, ნებისმიერ საგანთან დაკავშირებული, შთაგონებადაა ...
იხილეთ სრულად
ჩვენ იმიტომ ძალგვიძს აზროვნება, რომ აზრს არ გააჩნია ზღვარი, იმიტომ ვსუნთქვთ ასე თავისუფლად, რომ ჰაერის სივრცე არაა შემოფარგლული. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ყველა რიგიანი და ნათელი აზრი, ნებისმიერ საგანთან დაკავშირებული, შთაგონებადაა მიჩნეული. ჩვენი აზრის დინებაც, გნებავთ სვლა თქვით, სწორედ რომ მოაზროვნე, ზღვარდაუდებელი სულის არსებობითაა განპირობებული. და რას ამბობს მოციქული? "არა თუ თავით თვისით შემზლებელ ვართ შერაცხვად რასმე, რეცათუ ჩუენგან, არამედ...
რაკიღა ღმერთია აზრი დამფუძნებელი, ცოცხალი და მაცხოვნებელი, სწორედ რომ ცოდავს კაცი, თუკი თავისი ფიქრებით განზე უდგას იპოსტასურ აზრს და მხოლოდ ამსოფლიური, ხრწნადი საგნებით იფარგლება, ასეთ ყოფაში მას საკუთარი სულიც უბრალო ნივთად ექცე...
იხილეთ სრულად
რაკიღა ღმერთია აზრი დამფუძნებელი, ცოცხალი და მაცხოვნებელი, სწორედ რომ ცოდავს კაცი, თუკი თავისი ფიქრებით განზე უდგას იპოსტასურ აზრს და მხოლოდ ამსოფლიური, ხრწნადი საგნებით იფარგლება, ასეთ ყოფაში მას საკუთარი სულიც უბრალო ნივთად ექცევა. განსაკუთრებით კი ისინი სცოდავენ, რომლებიც ღვთისმსახურებისას ან სახლში ლოცვისას თავისი ფიქრებით სულ სხვაგან დაჰქრიან. ასეთები უკიდურესად შეურაცხყოფენ ღვთაებას, რომელსაც ჩაჭიდებული უნდა იყოს ჩვენი აზრი
იოანე კლემაქსი გვამცნობს - თავდაპირველად ცოდვა ადამიანის გონებაში ჩნდება. წმიდა მამები დემონს უდიდეს ფერმწერს უწოდებენ. იგი ჯერ ცოდვის სურათს წარმოგვიდგენს. ადამიანის სულს შეუძლია მიიღოს იგი ან უგულებელჰყოს. თუ უგულებელჰყოფს, ეს ც...
იხილეთ სრულად
იოანე კლემაქსი გვამცნობს - თავდაპირველად ცოდვა ადამიანის გონებაში ჩნდება. წმიდა მამები დემონს უდიდეს ფერმწერს უწოდებენ. იგი ჯერ ცოდვის სურათს წარმოგვიდგენს. ადამიანის სულს შეუძლია მიიღოს იგი ან უგულებელჰყოს. თუ უგულებელჰყოფს, ეს ცოდვის საწყისზე გამარჯვებას უდრის, ხოლო თუ დააყოვნებს და სწფარად არ მოიცილებს არაწმინდა აზრებს, მისი სული უკავშირდება მათ. ეს უკვე ცოდვის ჩადენის გადაწყვეტილებას უდრის. აზრებს გრძნობები ერთვის და ცოდვა ვნებად გადაიქცევა. ...
163. ვითომცდა მარტივ და ნაკლებად უვნებო გულისზრახვებს ვნებადნი მოედევნებიან, როგორც მრავალწლიანი გამოცდილებითა და დაკვირვებით აღმოვაჩენთ ამას. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებულთაგან პირველნი გზად უხდებიან მეორეებს, უვნებონი – ვნებადთ.
89. რადგან ყოველი გულისზრახვა რაიმე გრძნობადის წარმოსახვის შედეგად შედის გულში, შესაბამისად, მხოლოდ მაშინ გააცისკროვნებს მას ღმრთეების სანეტარო შუქი, როდესაც ყოვლითურთ მოიცლის ყველაფრისგან და დაუსახველი იქნება მათგან (ე.ი. გარეგან...
იხილეთ სრულად
89. რადგან ყოველი გულისზრახვა რაიმე გრძნობადის წარმოსახვის შედეგად შედის გულში, შესაბამისად, მხოლოდ მაშინ გააცისკროვნებს მას ღმრთეების სანეტარო შუქი, როდესაც ყოვლითურთ მოიცლის ყველაფრისგან და დაუსახველი იქნება მათგან (ე.ი. გარეგანი მოვლენებისგან და საგნებისგან არანაირი გრძნობადი წარმოსახვა არ შთაიბეჭდება მასში), ვინაიდან ხსენებული ბრწყინვალება ყველა გულისზრახვის გაუქმების კვალობაზე უჩნდება განწმენდილ გონებას.