67. ამბობენ, ხუთი მიზეზის გამო დაუშვებს ღმერთი, რომ დემონები შეგვებრძოლონ: პირველი მიზეზია ის, რომ ჩვენ, ნაბრძოლთ და წინააღმდეგობაგამოვლილთ, შეგვეძლოს სათნოებისა და ცოდვის გარჩევა; მეორე - როცა ჩვენ ბრძოლითა და შრომით მოვიპოვებთ ს...
იხილეთ სრულად
67. ამბობენ, ხუთი მიზეზის გამო დაუშვებს ღმერთი, რომ დემონები შეგვებრძოლონ: პირველი მიზეზია ის, რომ ჩვენ, ნაბრძოლთ და წინააღმდეგობაგამოვლილთ, შეგვეძლოს სათნოებისა და ცოდვის გარჩევა; მეორე - როცა ჩვენ ბრძოლითა და შრომით მოვიპოვებთ სათნოებებს, მტკიცედ და ერთგულად დავიცავთ მათ; მესამე - ჩვენ, სათნოებებში წარმატებულები, ჩვენს თავზე მაღალ წარმოდგენას კი არ ვიქონიებთ, არამედ სიმდაბლეს ვისწავლით; მეოთხე - როცა საქმით გამოვცდით ცოდვის ბოროტებას, სავსებით ...
64. როგორც სხეული სცოდავს საქმით და თავის გამოსასწორებლად ხორციელი სათნოებანი გააჩნია, რითაც უბიწო ხდება; ასევე გონებაც სცოდავს ვნებიანი ფიქრებით და გამოსასწორებლად სულიერი სათნოებანი გააჩნია და, წმინდად და უმწიკვლოდ უცქერის რა სა...
იხილეთ სრულად
64. როგორც სხეული სცოდავს საქმით და თავის გამოსასწორებლად ხორციელი სათნოებანი გააჩნია, რითაც უბიწო ხდება; ასევე გონებაც სცოდავს ვნებიანი ფიქრებით და გამოსასწორებლად სულიერი სათნოებანი გააჩნია და, წმინდად და უმწიკვლოდ უცქერის რა საგნებს, უბიწო ხდება.
46. კეთილგონიერი, ფიქრობს რა ღვთის განგების განმკურნებელ ძალაზე, მადლიერებით იტანს მასზე დამტყდარ უბედურებას, თავისი ცოდვების გარდა, სხვას არავის ადანაშაულებს მასში. ხოლო უგუნური, როცა სცოდავს და ამის გამო ისჯება, თავისი უბედურები...
იხილეთ სრულად
46. კეთილგონიერი, ფიქრობს რა ღვთის განგების განმკურნებელ ძალაზე, მადლიერებით იტანს მასზე დამტყდარ უბედურებას, თავისი ცოდვების გარდა, სხვას არავის ადანაშაულებს მასში. ხოლო უგუნური, როცა სცოდავს და ამის გამო ისჯება, თავისი უბედურების მიზეზად ან ღმერთს მიიჩნევს, ან ადამიანებს და ვერ გულისხმაჰყოფს ღვთის ბრძნულ ზრახვას.
45. ზოგს განსაცდელი წარსულში ჩადენილ ცოდვათა აღსახოცად შეემთხვევა; ზოგს - აწმყოში ქმნულთა აღსაკვეთად, ზოგს კი - მომავალში აღსასრულებელთა ასარიდებლად, გარდა იმ განსაცდელისა, რომელიც ადამიანს გამოცდის მიზნით ხვდება, რაც იობს შეემთხვ...
იხილეთ სრულად
45. ზოგს განსაცდელი წარსულში ჩადენილ ცოდვათა აღსახოცად შეემთხვევა; ზოგს - აწმყოში ქმნულთა აღსაკვეთად, ზოგს კი - მომავალში აღსასრულებელთა ასარიდებლად, გარდა იმ განსაცდელისა, რომელიც ადამიანს გამოცდის მიზნით ხვდება, რაც იობს შეემთხვა.
41. თითქმის ყველა ცოდვა საკუთარი თავის საამებლად წარმოიქმნება და ამიტომ ან სინანულის შედეგად, ნებსითი თუ უნებლიე შრომითა და ტანჯვით აღიხოცება, ან იმ განსაცდელის ზემოქმედებით, რომელიც ჩვენდამი ღვთის განზრახვაზეა დამოკიდებული. "ჩვენ...
იხილეთ სრულად
41. თითქმის ყველა ცოდვა საკუთარი თავის საამებლად წარმოიქმნება და ამიტომ ან სინანულის შედეგად, ნებსითი თუ უნებლიე შრომითა და ტანჯვით აღიხოცება, ან იმ განსაცდელის ზემოქმედებით, რომელიც ჩვენდამი ღვთის განზრახვაზეა დამოკიდებული. "ჩვენსავე თავს რომ განვსჯიდეთ, აღარ განვისჯებოდით - ამბობს წმიდა წერილი,- ხოლო რაკი განვისჯებით, უფლის მიერ განვისწავლებით, რათა წუთისოფელთან ერთად არ დავისაჯოთ." (1 კორ. 11,31,32).
76. სიმდაბლე და ტანჯვა (ხორციელი სივიწროვე) ადამიანს ყოველგვარი ცოდვისაგან ათავისუფლებს, იმიტომ რომ პირველი სულიერ ვნებებს აღკვეთს, მეორე კი - ხორციელს. ასე იღვწოდა ნეტარი დავითი, როგორც მისი ღვთისადმი ლოცვიდან ჩანს: " იხილე სიმდა...
იხილეთ სრულად
76. სიმდაბლე და ტანჯვა (ხორციელი სივიწროვე) ადამიანს ყოველგვარი ცოდვისაგან ათავისუფლებს, იმიტომ რომ პირველი სულიერ ვნებებს აღკვეთს, მეორე კი - ხორციელს. ასე იღვწოდა ნეტარი დავითი, როგორც მისი ღვთისადმი ლოცვიდან ჩანს: " იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომაი ჩემი და მიმიტევე ყოველი შეცოდებანი ჩემნი" (ფს. 24,18).
63. რომელი საგნებისკენაც ვილტვოდით ოდესღაც, მათ შესახებ ვნებიან წარმოსახვას დავატარებთ. თავისთავად რატომ სძულს ვნებიან წარმოსახვათა დამმარცხებელს წარმოსახული საგნები? იმიტომ რომ, თავად საგნებთან შედარებით, ბრძოლა საგნების მოგონებე...
იხილეთ სრულად
63. რომელი საგნებისკენაც ვილტვოდით ოდესღაც, მათ შესახებ ვნებიან წარმოსახვას დავატარებთ. თავისთავად რატომ სძულს ვნებიან წარმოსახვათა დამმარცხებელს წარმოსახული საგნები? იმიტომ რომ, თავად საგნებთან შედარებით, ბრძოლა საგნების მოგონებებთან იმდენადაა ძნელი, რამდენადაც გონებით შეცოდება უფრო ადვილია, საქმით შეცოდებასთან შედარებით.