წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
როდესაც ადამიანი მდუმარებაში ვარჯიშს დაიწყებს, მას მდუმარება მეტყველებასთან შედარებით დაკნინებული მოეჩვენება, ამ ღვაწლში გაწაფული კი დარწმუნდება, რომ მდუმარება მეტყველებას აღემატება.
ხმაც და მდუმარებაც ძალმოსილია, მაგრამ არა თანაბრად, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ რაზე ლაპარაკობს ან ვინ რისთვის დუმს.
ენა უნებლიედ გამოთქვამს იმას, რაც ადამიანის გულში და გონებაშია. ენა გულის გამცემია, გამცემი და მსაჯული.
რამდენ წინდაუხედავ და შეურაცხმყოფელ სიტყვას, მრისხანე გამოხედვას და უღირს საქციელს ავირიდებდით თავიდან, წყენას რომ დუმილით ვუპასუხებდეთ. ყოველივე ეს დაიძლევა, თუ ადამიანები არ დაიცავენ პრინციპს: თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ.
გული ბოროტებით სავსე და ენა სიცრუის მეტყველი, თანამედროვე კაცობრიობის უმძიმესი სენია. ბოროტება და სიცრუე კაცთა მოდგმას ხანძარივით მოსდებია.
წუთისოფელმა ბოროტი ჩვევები შემძინა, ყოველი მხრიდან შემკრა და შემბოჭა, იგი თითქოს ობობას ქსელია, მაგრამ რკინის ძალა შესწევს.
შურს ნუ იძიებ. ბოროტებას ბოროტებით ნუ მიაგებ. კმა არს ბოროტება, რომელიც მოყვასისგან იწვნიე. თუ ბოროტებას ბოროტებით უპასუხებ, ამით ბოროტს განამრავლებ. თუ ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხებ, შენი მოთმინებითა და მიტევებით სამყაროში არსე... იხილეთ სრულად