უფალი მოვიდა, რომ წინამძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზ...
იხილეთ სრულად
უფალი მოვიდა, რომ წინამძღვრად ექცეს ჩვენს აზრს, გრძნობას, მოქმედებას, სულისა და გულის წადილს; რომ დაგვეხმაროს, შემოვბრუნდეთ და გამოვასწოროთ ჩვენი დაცემული ბუნების ნაკლოვანებანი; სულიერად გავიმართოთ და ჩვენი ცხოვრება მარადიულად მოზეიმე ზეცისკენ მიმავალი გზის დასაწყისად ვაქციოთ.
გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვიანი ცხოვრება არათუ სირცხვილად აღა...
იხილეთ სრულად
გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვიანი ცხოვრება არათუ სირცხვილად აღარ ითვლება, არამედ ერთგვარი “პროგრესის” გამოხატულებადაც მიიჩნევა, ზნეობრიობა კი – დრომოჭმულად. ამგვარი დამოკიდებულება სულიწმინდის გმობაა. ეს კი ისეთი ცოდვაა, რომელიც არავის ეპატიება, არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მხოლოდ მეცნიერულ-ტექნიკური წინსვლის ხარისხი იქცა ერისა თუ სახელმწიფოს კულტურული დონის განმსაზღვრელად; ამასთან, სულიერებისა და ზნეობრიობის უგულებელყოფის ხარჯზე განხორციელდა ადამიანის ეგოისტური მომხმარებლურ...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მხოლოდ მეცნიერულ-ტექნიკური წინსვლის ხარისხი იქცა ერისა თუ სახელმწიფოს კულტურული დონის განმსაზღვრელად; ამასთან, სულიერებისა და ზნეობრიობის უგულებელყოფის ხარჯზე განხორციელდა ადამიანის ეგოისტური მომხმარებლური შესაძლებლობების უკონტროლო ზრდა.რა თქმა უნდა, ტექნიკური პროგრესი თავისთავად დადებითი მოვლენაა, მაგრამ ცუდია ის, რომ საზოგადოებამ არ მოინდომა სულიერი ღირებულებების შენარჩუნება, რათა მათ შორის ბალანსი არ დარღვეულიყო.
ბოროტება და სიბნელე ჰყოფს ყველაფერს, თესავს მტრობასა და სიძულვილს, უნდობლობასა და მრავალ სხვა ცოდვას. ღვთის სიყვარული კი არის გამაერთიანებელი, მას არავისი შურს, ყველაფერს ითმენს და ჩვენს უძლურებებს კურნავს.