ქრისტიანული ასკეტიზმი შეიძლება განისაზღვროს როგორც ადამიანის ნებაყოფლობითი ღვაწლი და ამასთანავე, ბრძოლა ქრისტიანული სრულყოფილების მისაღწევად. მაგრამ ამგვარი სრულყოფილება ადამიანის ბუნებაში არ დევს, ამიტომ მისი მიღწევა მარტოოდენ ბუ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული ასკეტიზმი შეიძლება განისაზღვროს როგორც ადამიანის ნებაყოფლობითი ღვაწლი და ამასთანავე, ბრძოლა ქრისტიანული სრულყოფილების მისაღწევად. მაგრამ ამგვარი სრულყოფილება ადამიანის ბუნებაში არ დევს, ამიტომ მისი მიღწევა მარტოოდენ ბუნებრივი მონაცემების განვითარებით შეუძლებელია. ჩვენი ბუნებრივი შესაძლებლობები თავისთავად შეზღუდულია. სრულყოფილება თვითონ ღმერთშია და სულიწმიდის მადლით მოიპოვება. ამიტომაც ასკეტიზმი, როგორც ასეთი, ჩვენთვის არ არის თვითმიზა...
აწ ვიტყვი თქვენზედა: რომელნიმე აქა მდგომარეთაგანნი არიან სამოქალაქოსა მსახურებასა შინა, ანუ ესრეთ წოდებულნი ჩინოვნიკნი, მათ მიუღიათ ღვთისაგან ტალანტი იგი, რათა ემსახურონ მართლ–მსაჯულებასა, ჰყონ სიმართლე, განამართლონ უბრალონი, დასა...
იხილეთ სრულად
აწ ვიტყვი თქვენზედა: რომელნიმე აქა მდგომარეთაგანნი არიან სამოქალაქოსა მსახურებასა შინა, ანუ ესრეთ წოდებულნი ჩინოვნიკნი, მათ მიუღიათ ღვთისაგან ტალანტი იგი, რათა ემსახურონ მართლ–მსაჯულებასა, ჰყონ სიმართლე, განამართლონ უბრალონი, დასაჯონ სჯულის–გარდამსვლელნი, ამაყნი და მტაცებელნი. უკეთუ იგინი ესრეთ იქმონენ, არა დაუღუპავთ ტალანტი თვისი; ხოლო უკეთუ, სიმართლისა წილ იქმოდიან უსამართლობასა უკეთუ გამოსჩნდებიან თავხედნი, უწყალონი, მოქრთამენი, მაშინ მიღებენ ...
ადამიანი არ კვდება, მხოლოდ გარდაიცვლება სხვა, მარადიულ ცხოვრებაში. სხეული მიწისაგან არის მოღებული და მიწადვე მიიქცევა. ხოლო სული ღმრთისაგან არის და ღმერთთან წავა.
ადამიანებს მრავალი ნაკლი და უცნაურობა ახასიათებთ და სრულად მათი გამოსწორება შეუძლებელია. ამიტომ არ გვრჩება სხვა გამოსავალი – უნდა მოვითმინოთ და შევეგუოთ ამ თვისებებს.
ადამიანები, რომლებიც ძლიერ მიეცემიან ყოფით საზრუნავს, გაზულუქებულ შინაურ ფრინველებს ჰგვანან, რომლებსაც ტყუილად აქვთ ფრთები და მიწაზე პირუტყვთან ერთად დადიან.
ადამიანები, რომელნიც ვითომ სიხარულსა და ბედნიერებას ამ ქვეყნად ამყარებენ – ცდებიან, რამეთუ არა არს სუფევა ნეტარეული ხრწნილებასა შინა, არცა ბედნიერება დაურღვეველ უმწუხარო, ბიწიერ ნება გაუმაძღარ, მომაკვდავ გვამსა შინა.
ადამიანი და ნამეტნავად ერი არა მარტო „პურითა ერთითა ცოცხალ არს“. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტის ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოთაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორი...
იხილეთ სრულად
ადამიანი და ნამეტნავად ერი არა მარტო „პურითა ერთითა ცოცხალ არს“. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტის ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოთაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორის დიდის ტოტისა: ერთს რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, –გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსათვის მაინცა. ამიტომაც, ვინცა ჰჩივის და ჰღაღადებს სახ...
ადამიანი, რომელიც აკვირდება საღვთო ქველმოქმედებას, საღვთო განგებულების მიმართ თავის დამოკიდებულებას სწავლობს. შემდეგ იგი უკვე თავს ისე გრძნობს, როგორც – ჩვილი აკვანში, რომელიც როგორც კი დედა დატოვებს, ტირილს იწყებს და არ ჩუმდება, ...
იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც აკვირდება საღვთო ქველმოქმედებას, საღვთო განგებულების მიმართ თავის დამოკიდებულებას სწავლობს. შემდეგ იგი უკვე თავს ისე გრძნობს, როგორც – ჩვილი აკვანში, რომელიც როგორც კი დედა დატოვებს, ტირილს იწყებს და არ ჩუმდება, ვიდრე იგი ისევ არ მიირბენს მასთან. უდიდესი საქმეა – საკუთარი თავის უფლისადმი მინდობა!
ადამიანი მხოლოდ იმ დრომდეა თავისუფალი, სანამ ბატონს არ აირჩევს – ქრისტეს ან ეშმაკს. შემდეგ ძალაში შედის მოვალეობანი. ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანული მოვალეობა თრგუნავს ადამიანს. მაგრამ ქრისტიანობა ღვაწლია.