მწუხარება ან ტანჯვა-წამება მტკივნეული, თუმცა კი - მხსნელი ოპერაციაა, რომლითაც სულის ექიმი მისგან უხეშ წანაზარდებს კვეთს; ამ აზრით, ადამიანის დასჯა, კეთილდღეობის დაკარგვა, მასზედ მწუხარებების, დანაკარგების, ავადმყოფობების მოწევნა, ...
იხილეთ სრულად
მწუხარება ან ტანჯვა-წამება მტკივნეული, თუმცა კი - მხსნელი ოპერაციაა, რომლითაც სულის ექიმი მისგან უხეშ წანაზარდებს კვეთს; ამ აზრით, ადამიანის დასჯა, კეთილდღეობის დაკარგვა, მასზედ მწუხარებების, დანაკარგების, ავადმყოფობების მოწევნა, ტანჯულისადმი საღვთო სოყვარულის გამოვლინებაა, მსგავსად იმისა, როგორც მოყვარული მშობლები ართმევენ ბავშვს სახიფათო სათამაშოებსა და მავნე წამლებს - მისი ტირილისა და ცრემლების მიუხედავად.
უბედურებას შეხვდი არა როგორც მტერსა და მტანჯველს, არამედ, როგორც - ცოდვების გამო სამართლიან დამსჯელს, როგორც - სულიერ სნეულებათა ექიმს, როგორც ღვთის მიერ მოვლენილს, როგორც მადლის მაცნეს: უფალს ვინც უყვარს, ტანჯავს" (ებრ. 12, 6).
როგორც ზოგჯერ სხეულის ექიმი ხორცის წყლულს მტკივნეულად მოწვავს ან რკინით ამოკვეთს და ხელოვნურ ტკივილს აყენებს ადამიანს, რათა განკურნოს მისი სნეულება, მსგავსად ამისა, სულისა და სხეულის ექიმი იყენებს მწუხარების იარაღს, რათა ამოძირკვო...
იხილეთ სრულად
როგორც ზოგჯერ სხეულის ექიმი ხორცის წყლულს მტკივნეულად მოწვავს ან რკინით ამოკვეთს და ხელოვნურ ტკივილს აყენებს ადამიანს, რათა განკურნოს მისი სნეულება, მსგავსად ამისა, სულისა და სხეულის ექიმი იყენებს მწუხარების იარაღს, რათა ამოძირკვოს ფესვები და დაფაროს ცოდვის ნაკვალევი, ტანჯვის ცეცხლით წვავს ვნებებსა და ცოდვებით ტკბობის სურვილს.
განა ვურისხდებით და ვსაყვედურობთ ექიმს, როცა მძიმე სნეულების ჟამს დროულად გვაძლევს მწარე წამალს? არანაირად. პირიქით, ვმადლობთ მას. ასევე არ უნდა ვდრტვინავდეთ ღვთის წმიდა განგებულებაზე, რომ ცხოვრებაში სამწუხარო გარემოებებს მოგვივლე...
იხილეთ სრულად
განა ვურისხდებით და ვსაყვედურობთ ექიმს, როცა მძიმე სნეულების ჟამს დროულად გვაძლევს მწარე წამალს? არანაირად. პირიქით, ვმადლობთ მას. ასევე არ უნდა ვდრტვინავდეთ ღვთის წმიდა განგებულებაზე, რომ ცხოვრებაში სამწუხარო გარემოებებს მოგვივლენს.
განა ცხვრებს უფლება აქვთ, იწუწუნონ, როცა მწყემსი მათ ერთი ადგილიდან მეორეზე გარეკავს, სჯის კიდეც, რადგან სურს, უფსკრულს განარიდოს, რომელშიც ადვილად ჩაცვივდებოდნენ? - განა ჩვენ კი გვაქვს უფლება, მამაზეციერს ვაყვედროთ, თუ იგი, ცოდვი...
იხილეთ სრულად
განა ცხვრებს უფლება აქვთ, იწუწუნონ, როცა მწყემსი მათ ერთი ადგილიდან მეორეზე გარეკავს, სჯის კიდეც, რადგან სურს, უფსკრულს განარიდოს, რომელშიც ადვილად ჩაცვივდებოდნენ? - განა ჩვენ კი გვაქვს უფლება, მამაზეციერს ვაყვედროთ, თუ იგი, ცოდვისგან ჩვენი განშორების მიზნით, მწუხარებითა და უბედურებით გვეწვევა?
უფალი სიყვარულის და არა - მრისხანების გამო გვსჯის: ამიტომაც უნდა მოვითმინოთ მისი მამობრივი სასჯელი და რისხვითა და ყვედრებით კი არა - არამედ სიყვარულითა და მადლიერებით.