ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებით ნებას. ისინი უხორცონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დან...
იხილეთ სრულად
ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებით ნებას. ისინი უხორცონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დანახვა ჩვენს ხორციელ მზერას.
ანგელოზები გარეშემოწერილნი არიან, რადგან, როცა ისინი ზეცაში იმყოფებიან, მაშინ ქვეყანაზე არ არიან; ხოლო ღმერთისგან ქვეყნად წარმოგზავნილნი – ზეცაში არ რჩებიან. მათ კედელი ან კარი არ ზღუდავს, არც – ბოქლომი თუ სხვა რამ საკეტი, რადგან ...
იხილეთ სრულად
ანგელოზები გარეშემოწერილნი არიან, რადგან, როცა ისინი ზეცაში იმყოფებიან, მაშინ ქვეყანაზე არ არიან; ხოლო ღმერთისგან ქვეყნად წარმოგზავნილნი – ზეცაში არ რჩებიან. მათ კედელი ან კარი არ ზღუდავს, არც – ბოქლომი თუ სხვა რამ საკეტი, რადგან ისინი შეუზღუდავნი არიან. ანგელოზები შეუზღუდავად იწოდებიან, რადგან ისინი ღვთის მითითებით ეცხადებიან ღირსეულ ადამიანებს არა თავისი ბუნებითი სახით, არამედ – სახეცვლილნი, როგორც მხილველნი შეძლებენ მათ ხილვას.
მსოფლიოს მალე ეყოლება ერთი მბრძანებელი. შეიქმნება მსოფლიო მართვის ცენტრი, რომლის მბრძანებელიც გახდება ანტიქრისტე. შესაძლოა ეს მოხდეს მსოფლიო საყოველთაო არჩევნების გზით. ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ არჩევნებში.
უკმარისობა მშობლის მზრუნველობისა და ალერსისა ბავშვის გულში რჩება. შემდგომში ამის გამო ადამიანი უხეშდება და იგი, უპირველეს ყოვლისა, უხეში ხდება საკუთარი მშობლების მიმართ.
სკოლის მიმართ ხშირად ისმის საყვედური და ჩივილი, რომ მასში მოსწავლე ყმაწვილები ზნეობრივად ფუჭდებიან, რომ ამით მშობლებისა და უფროსების გაგონება-მორჩილება არ აქვთ, ურჩნი, შეუსმენელნი არიან, სხვადასხვა ცუდ ჩვეულებებს იძენენ, საზოგადოე...
იხილეთ სრულად
სკოლის მიმართ ხშირად ისმის საყვედური და ჩივილი, რომ მასში მოსწავლე ყმაწვილები ზნეობრივად ფუჭდებიან, რომ ამით მშობლებისა და უფროსების გაგონება-მორჩილება არ აქვთ, ურჩნი, შეუსმენელნი არიან, სხვადასხვა ცუდ ჩვეულებებს იძენენ, საზოგადოების შემაწუხებელი ადამიანები გამოდიან და სხვა. ამ სიტყვებიდან გამოდის, რომ ვითომც ყმაწვილების ზნეობრივი აღზრდა უმთავრესად სასწავლებლის მოვალეობაა და იგი ამ საქმეში პასუხისმგებელია. ეს აზრი შემცდარი და უსაფუძვლოა; იგი არის...
ერთი კაცი მიქაელ მთავარანგელოზს პატივს მიაგებდა და იმიტომ აქებდა, რომ წმიდა მთავარანგელოზი ყოველგვარ სურვილს უსრულებდა. ერთხელაც, იგი მეზობელს წაეჩხუბა და სთხოვა მთავარაგელოზს, რომ ის ხმლით განეგმირა. როცა მისი თხოვნა უპასუხოდ დარ...
იხილეთ სრულად
ერთი კაცი მიქაელ მთავარანგელოზს პატივს მიაგებდა და იმიტომ აქებდა, რომ წმიდა მთავარანგელოზი ყოველგვარ სურვილს უსრულებდა. ერთხელაც, იგი მეზობელს წაეჩხუბა და სთხოვა მთავარაგელოზს, რომ ის ხმლით განეგმირა. როცა მისი თხოვნა უპასუხოდ დარჩა, კაცი განრისხდა და შეწყვიტა მთავარანგელოზის სახელობის დღესასწაულის აღნიშვნა. მაშინ გამოეცხადა მას მთავარანგელოზი და უთხრა: „მე შენი შემწე ვიყავი, როცა შენთვის და შენი ახლობლებისათვის სიკეთეს მთხოვდი, მაგრამ, რადანაც გ...
ანგელოზნი არ იცვლებიან. მათ შორის არ არიან არც ყრმები, არც ჭაბუკნი და არც მოხუცებულნი. როგორნიც დასაბამიდან შეიქმნენ ღმერთის მიერ, იმგვარნივე რჩებიან მარადის და მათი შედგენილობაც წმიდა, შეურყვნელი და უცვალებელი რჩება. მათი არსების...
იხილეთ სრულად
ანგელოზნი არ იცვლებიან. მათ შორის არ არიან არც ყრმები, არც ჭაბუკნი და არც მოხუცებულნი. როგორნიც დასაბამიდან შეიქმნენ ღმერთის მიერ, იმგვარნივე რჩებიან მარადის და მათი შედგენილობაც წმიდა, შეურყვნელი და უცვალებელი რჩება. მათი არსების თავდაპირველ შედგენილობაში, და ასე ვთქვათ, ნარევში, სიწმიდე იყო შთადებული... ამიტომაც ისინი, სხვა გონიერ ქმნილებათა, ადამიანთა მსგავსად, თავისუფალი ნებით შემოსილნი, ადვილად არ არიან მიდრეკილნი ცოდვისაკენ, რადგან თავიდანვ...
ანგელოზი უსხეულოდ და უნივთოდ იწოდება ჩვენთან შედარებით, რადან ღმერთთან შედარებით – რომელიც მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – ყველაფერი უხეში და ნივთიერი ჩანს, რადგან მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – რადგან მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო დ...
იხილეთ სრულად
ანგელოზი უსხეულოდ და უნივთოდ იწოდება ჩვენთან შედარებით, რადან ღმერთთან შედარებით – რომელიც მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – ყველაფერი უხეში და ნივთიერი ჩანს, რადგან მხოლოდ ერთია შეუდარებელი, – რადგან მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო და უსხეულო.