ანგელოზებს, როგორც უხორცო სულებს, ფრიად ხელეწიფებათ შინაგანი თვითგანვითარება. მათი გონება ადამიანურთან შედარებით უფრო აღმატებულია. პეტრე მოციქულის სიტყვებით, მათი ძალა და შესაძლებლობანი ყოველგვარ მიწიერ მთავრობასა და უფლებას აჭარბ...
იხილეთ სრულად
ანგელოზებს, როგორც უხორცო სულებს, ფრიად ხელეწიფებათ შინაგანი თვითგანვითარება. მათი გონება ადამიანურთან შედარებით უფრო აღმატებულია. პეტრე მოციქულის სიტყვებით, მათი ძალა და შესაძლებლობანი ყოველგვარ მიწიერ მთავრობასა და უფლებას აჭარბებს (შდრ. 2. პეტ. 2, 11). ანგელოზის ბუნება უფრო სრულია, ვიდრე ადამიანისა. ამას ფსალმუნთმთქმელიც ამბობს, როცა ადამიანის განდიდება სურს. იგი შენიშნავს, რომ ღმერთმა მას „მცირედ რაიმე დააკლო“ ანგელოზებთან შედარებით (იხ. ფს. ...
ყმაწვილების სკოლაში შეყვანით ოჯახი მათი რელიგიური-ზნეობრივი აღზრდის მოვალეობისაგან სრულიადაც არ თავისუფლდება, ის ისევ უმთავრეს აღმზრდელ წრედ რჩება. ბავშვები მომეტებულად ოჯახში იმყოფებიან, და ზნეობრივი ცხოვრების ცხად-ყოფისათვის მოხ...
იხილეთ სრულად
ყმაწვილების სკოლაში შეყვანით ოჯახი მათი რელიგიური-ზნეობრივი აღზრდის მოვალეობისაგან სრულიადაც არ თავისუფლდება, ის ისევ უმთავრეს აღმზრდელ წრედ რჩება. ბავშვები მომეტებულად ოჯახში იმყოფებიან, და ზნეობრივი ცხოვრების ცხად-ყოფისათვის მოხერხებული შემთხვევები ოჯახში უფრო მეტია, ვიდრე სკოლაში. სასწავლებელთა მიზანთა შორის ტყუილად აძლევენ პირველ ადგილს სარწმუნოებრივ-ზნეობითს აღზრდას. რისთვის უნდა აჩეჩონ სასწავლებელს უპირველეს მიზნად ის, რასაც იგი ვერ შეასრულ...
ქართველმა დედამ უნდა აღზარდოს შვილი იმგვარად, როგორც გვასწავლიდა ერის მამა, ილია ჭავჭავაძე: "დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება: ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათლებული!"
ქართველებს დღეს ბავშვები შეყავთ ფრანგულ ან ამერიკულ სკოლებში ლამის, დაბადებიდან ლამის ასწავლიან უცხო ენას, იგი უცხო ენაზე იწყებს აზროვნებას, უცხო ენაზე უყალიბდება მსოფლმხედველობა. ის ქართველად არ გაიზრდება. შეიძლება გარეგანი ნიშნე...
იხილეთ სრულად
ქართველებს დღეს ბავშვები შეყავთ ფრანგულ ან ამერიკულ სკოლებში ლამის, დაბადებიდან ლამის ასწავლიან უცხო ენას, იგი უცხო ენაზე იწყებს აზროვნებას, უცხო ენაზე უყალიბდება მსოფლმხედველობა. ის ქართველად არ გაიზრდება. შეიძლება გარეგანი ნიშნებით ჰგავდეს ქართველს, მაგრამ მსოფლმხედველობითა და სულისკვეთებით ქართველი აღარ იქნება.
ყველა ადგილს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს; და თუკი იქ შეირყვნება სწავლება და შევა მწვალებლობა – ამ ადგილის მფარველი ანგელოზი მაშინვე ტოვებს იქაურობას.
ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე ანგელოზები ყოველთვის თეთრით მოსილი მბრწყინავი ჭაბუკების სახით ცხადდებოდნენ. ანგელოზთა გამოცხადების ხატწერის ტრადიციაც საუკუნეთა განმავლობაში ამას ეთანხმებოდა და მხოლოდ ამგვარ მბრწყინავ ჭაბუკებს...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე ანგელოზები ყოველთვის თეთრით მოსილი მბრწყინავი ჭაბუკების სახით ცხადდებოდნენ. ანგელოზთა გამოცხადების ხატწერის ტრადიციაც საუკუნეთა განმავლობაში ამას ეთანხმებოდა და მხოლოდ ამგვარ მბრწყინავ ჭაბუკებს გამოსახავდა.
უფალი იესო ქრისტე თავად გვაუწყებს, რომ სიკვდილის მომენტში სულს ანგელოზები ეგებებიან: „და იყო სიკვდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა“ (ლუკ. 16, 22).