ღვთის განგება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის განგება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის განგება, გამონათქვამები, ციტატები
ღვთის განგებულებით მოულოდნელად მოწეული განსაცდელი გვასწავლის ვიყოთ შრომისმოყვარულნი და უნებლიეთ მივყავართ სინანულისკენ.
შეუცნობელია განგება ღვთისა. ადამიანის გონება, მისი გული ვერასდროს მიწვდება ღვთის განგებას, ვერ გაიგებს თუ რატომ ხდება ასე და არა სხვაგვარად.
შემოქმედი ღმერთი მთელს თავის ქმნილებას სიბრძნით განაგებს და ჩვენც ადამიანებს, გვირგვინს თავისი ქმნილებისა, მადლს მოგვანიჭებს, გვწყალობს და შეგვაგონებს მთელი დანარჩენი ქმნილების მეშვეობით, ზოგჯერ კი ამას თვით ბოროტ სულთა -დემონთა მ... იხილეთ სრულად
ღმრთის განგება მიუწვდომელია ჩვენ ცოდვილთათვის. ვერცერთი გონება ვერ მისწვდება და ნურც ვეცდებით გამოვიძიოთ, თუ ვის როგორ ჯვარს უმზადებს ღმერთი. თუკი ვინმე გაგვკიცხავს და აუგს იტყვის ჩვენზე, ნუ აღვშფოთდებით და ნუ განვიკითხავთ, არამედ... იხილეთ სრულად
ღმერთის განგებულება ყოველთვის და ყოველივეში უცვალებელია და ტყუილად მძვინვარებთ და დრტვინავთ თქვენ, ჰოი, კაცნო, როცა უსიამოდ უყურებთ საგანთა აუცილებელი თანამიმდევრულობის ჯაჭვს და არ უწყით, თუ რა მიზნისკენაა მიმართული ყველა ცალკეული... იხილეთ სრულად
ღმერთი სამუდამოდ არც უბედურებაში სტოვებს ადამიანებს, რათა სრულიად უღონონი არ შეიქნან, და არც ბედნიერებაში, რათა დაუდევრობით არ ევნონ და სხვებზე ზრუნვა არ დაივიწყონ, რამეთუ იგი სხვადასხვა საშუალებებითა და ღონით განაგებს ადამიანთა ხ... იხილეთ სრულად
განგების გზები ბურუსითაა მოცული და გონებისათვის მიუწვდომელია მათი ბედისწერა, მაგრამ სიკეთისმქმნელი ადამიანი შეიცნობს მათ.
ის, რაც უფლის განგებით ჩვენს თავს ხდება, ყოველთვის უდიდესი სიბრძნითა და მადლითაა აღვსილი და არსებითად საჭიროებისამებრ ჩვენივე სარგებლობისათვის ხორციელდება და არა ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ანდა ღვთისათვის უღირსი სხ... იხილეთ სრულად
მთებით, ტევრებით მივყავარ განგების უხილავ ხელს, ოღონდ კი ჩემს ზეციურ სამშობლოში მიმიყვანოს.