მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნის კითხვას შეუთავსდეს მუდმივი სასულიერო მოღვაწეობა – საეკლესიო მსახურებებზე დასწრება, ზიარება, ბიბლიის და სხვა სასულიერო წიგნების კითხვა. თუ ასე ვიცხოვრებთ, ვიცხოვრებთ მართლმადიდებლური რწმენით, გავ...
იხილეთ სრულად
მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ წიგნის კითხვას შეუთავსდეს მუდმივი სასულიერო მოღვაწეობა – საეკლესიო მსახურებებზე დასწრება, ზიარება, ბიბლიის და სხვა სასულიერო წიგნების კითხვა. თუ ასე ვიცხოვრებთ, ვიცხოვრებთ მართლმადიდებლური რწმენით, გავიგებთ რწმენას ისე, როგორც ყოველდღიურ და მუდმივ შეგნებულ სულიერ ბრძოლებს, მაშინ ჩვენ არ ვიქნებით დათრგუნულნი რაიმე ახალი კატასტროფით ან აპოკალიფსის რაიმე წინასწარმეტყველების შესრულებით.
ეკლესიის ამ წიგნის დაწერის მიზანი დასაწყისშივე იხსნება. თემა აპოკალიფსისა – ეს არის ქრისტეს ეკლესიისა და სრულიად სამყაროს მომავალი ხვედრის მისტიკური გამოსახულება. წიგნში აღწერილია ეკლესიის ბრძოლა მისი მტრების, განსაკუთრებით ეშმაკი...
იხილეთ სრულად
ეკლესიის ამ წიგნის დაწერის მიზანი დასაწყისშივე იხსნება. თემა აპოკალიფსისა – ეს არის ქრისტეს ეკლესიისა და სრულიად სამყაროს მომავალი ხვედრის მისტიკური გამოსახულება. წიგნში აღწერილია ეკლესიის ბრძოლა მისი მტრების, განსაკუთრებით ეშმაკის წინააღმდეგ და მისი გამარჯვება.
აპოკალიფსის წიგნს, შესაბამისად, აქვს არა მარტო წინასწარმეტყველური, არამედ ზნეობრივი მნიშვნელობაც. ამ სიტყვების აზრი ასეთია: ნეტარია ის ვინც ამ წიგნს კითხულობს და თავისი ღვთისმოსავი ცხოვრებითა და ქმედებებით მარადისობისათვის ემზადებ...
იხილეთ სრულად
აპოკალიფსის წიგნს, შესაბამისად, აქვს არა მარტო წინასწარმეტყველური, არამედ ზნეობრივი მნიშვნელობაც. ამ სიტყვების აზრი ასეთია: ნეტარია ის ვინც ამ წიგნს კითხულობს და თავისი ღვთისმოსავი ცხოვრებითა და ქმედებებით მარადისობისათვის ემზადება, რამეთუ თითოეული ჩვენგანისათვის მარადისობაში გადასვლა ახლოს არის.
აპოკალიფსის წიგნი – მომავალი მოვლენების უბრალო ქრონოლოგია არ არის, არამედ ქრისტეს ეკლესიის მთელი ისტორიის მისტიკური ხედვა, და მხოლოდ ზოგჯერ აქ გვეძლევა მომავალი მოვლენების ხილვა.
აპოკალიფსის შესწავლის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მართლმადიდებლური მოძღვრების ცოდნა მთლიანობაში და განსაკუთრებით მართლმადიდებლური ესქატოლოგიისა. (მოძღვრება ბოლო ჟამის შესახებ, ქვეყნის დასასრულის ჩართვით).
ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის და ბოროტი ხომ იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა სხვა. უამისოდ იგი ერთს დღესაც ვერ გაიჭაჭანებდა კაცთა შორის, ერთს დღესაც ვერ გააბამდა თავის სამაცდურო ბადესა კაცთა საჭერად. თუმცა ...
იხილეთ სრულად
ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის და ბოროტი ხომ იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა სხვა. უამისოდ იგი ერთს დღესაც ვერ გაიჭაჭანებდა კაცთა შორის, ერთს დღესაც ვერ გააბამდა თავის სამაცდურო ბადესა კაცთა საჭერად. თუმცა ესეა, მაგრამ ეს ბოროტი, ეს ჭირი ასე თუ ისე ადვილად მ ოსანელებელია, ადვილად სახდელია, როცა შინაობაში, ერთმანერთობაში ცალკე კერძო კაცი მოგვივლენს ხოლმე.
სულ სხვაა და დიდი და მეტისმეტი უბედურობაა, როცა ეს ბოროტი, ეს ჭირი გზ...
არ გაგვაჩნია, უფალო, ეს მუდმივი გლოვა ჩვენი ცოდვების გამო; მხოლოდ აღსარებისას, როდესაც მღვდელი ჩამოგვითვლის ცოდვებს, ჩვენ ცოტ–ცოტას ვიგებთ ჩვენი ცოდვილობის შესახებ. დანარჩენ დროს არც კი გვცალია აღსარებისა და წმ. ზიარებისთვის მოსამ...
იხილეთ სრულად
არ გაგვაჩნია, უფალო, ეს მუდმივი გლოვა ჩვენი ცოდვების გამო; მხოლოდ აღსარებისას, როდესაც მღვდელი ჩამოგვითვლის ცოდვებს, ჩვენ ცოტ–ცოტას ვიგებთ ჩვენი ცოდვილობის შესახებ. დანარჩენ დროს არც კი გვცალია აღსარებისა და წმ. ზიარებისთვის მოსამზადებლად. იმისთვისაც ვერ ვიცლით, რომ აღსარების წინ ჩავფიქრდეთ, რითი განვარისხეთ ღმერთი ჩვენი პირადი ცხოვრებით. იმის იმედად ვართ, რომ ჩვენს მაგივრად ცოდვებს მღვდელი ჩამოთვლის და ჩვენ კი ვუპასუხებთ: „ცოდვილი ვარ“, ისიც კი ...
არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას.
არავინ მიდის მოძღვართან იმისათვის, რათა საკუთარი სიმართლით თავი მოაწონოს მას, არამედ იმისათვის, რომ თავისი სიმ...
იხილეთ სრულად
არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას.
არავინ მიდის მოძღვართან იმისათვის, რათა საკუთარი სიმართლით თავი მოაწონოს მას, არამედ იმისათვის, რომ თავისი სიმართლის სახიფათო ბზარი უჩვენოს.
ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ მიდის, სიამაყეს საავადმყოფოს კარებში ტოვებს; ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კარებში ტოვებს. ბედნეირია ის, ვინც უკან დაბრუნებისას მა...