ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
უფალი თავისი იდუმალი, მტკივნეული, მაგრამ გადამრჩენელი გზებით გვატარებს, რათა, თითოეული ჩვენგანი, ვითარცა მამასთან დაბრუნებული დამდაბლებული და შეჭირვებული უძღები შვილი, გულში ჩაიკრას და სიხარულით აღვსილმა, საზეპურო სუფრა გაშალოს.
ეკლესია ღვთაებრივი მადლის საუნჯეა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მას გადასცა ძალაუფლება ცოდვათა შეკვრისა და გახსნისა. ანუ ღვთაებრივი მადლის მოხვეჭა და სასუფევლის დამკვიდრება მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან იგია მაცხოვრი... იხილეთ სრულად
მადლი, როგორც ღვთის არსების გამოვლინება, მისი ყველა თვისების მატარებელია. იგი არ არის მოძალადე, არამედ მაშინვე განეშორება ცოდვის ჩამდენს (რადგან ცოდვა-მადლი ურთიერთგამომრიცხავნია), სინანულით შემუსვრილ გულს კი, კვლავ უბრუნდება და წ... იხილეთ სრულად
მადლმოსილება ადამიანის პიროვნული მდგომარეობაა და იგი უფლის საჩუქარია, მის სიდიდეს თავმდაბლობის ხარისხი განსაზღვრავს, ანუ რამდენადაც თავმდაბალია ადამიანი, მით უფრო მეტი მადლის დამტევია იგი.
ჩვენს დროში განსაკუთრებით ზეიმობს ამპარტავნება, რადგან მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანი თავის თავზე შეყვარებული და თავდაჯერებული გახადა. მას კიდევ უფრო გაუმყარდა ილუზია იმისა, თითქოს, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყვ... იხილეთ სრულად
იაკობ მოციქული გვაფრთხილებს და გვმოძღვრავს, რომ "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი" (იაკ.4,6). არ წერია, რომ ასევე შემუსრავს მაგ, ქურდებს, ცრუთ, სათამაშო ბიზნესით დაკავებულთ, მრუშებს, ლოთებს..., მართალია, მათი შეცოდებანიც ფრიად სერ... იხილეთ სრულად