თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება....
იხილეთ სრულად
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.
რაც უნდა იყოს ეგ შენი განსაცდელი, გარეგანი თუ შინაგანი, სულიერი, გინა ხორციელი, ამა ყოველთა წამალი მხოლოდ მოთმინებაა, თუმცა დიდად მოგეწყინება ცხოვრება და არა გსურის სიცოცხლე, მაგრამ მოიგონე წმიდანების ცხოვრება, თუ ვითარ ამ გზით უვ...
იხილეთ სრულად
რაც უნდა იყოს ეგ შენი განსაცდელი, გარეგანი თუ შინაგანი, სულიერი, გინა ხორციელი, ამა ყოველთა წამალი მხოლოდ მოთმინებაა, თუმცა დიდად მოგეწყინება ცხოვრება და არა გსურის სიცოცხლე, მაგრამ მოიგონე წმიდანების ცხოვრება, თუ ვითარ ამ გზით უვლიათ იმათაც, რამეთუ მათი განკაფულია გზა იგი, რომელიც ახსენა მაცხოვარმან მიმყვანებელად სასუფეველად, რომლის მოგზაურნი მსგავსად შენდა იყვნენ ჭირსა დიდსა, ვითარცა მოწმობს ცხოვრება წმიდა მამებისა. მაშ, არა უცხო რაიმე შეგემთხვ...
პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან - სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ,...
იხილეთ სრულად
პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან - სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე.
მეცა უწყნი, ვითარმედ ღმერთმან მოგცნა ხელთა თქუენთა, არამედ არა სიყუარულისა თქუენისათვის, არცა საქმეთა თქუენთა კეთილთა, არამედ რამეთუ არა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი მისნი, ამისთვისცა ნათესავითა მით ურჩებისათა განგუკაფნა ჩუენ, რამეთ...
იხილეთ სრულად
მეცა უწყნი, ვითარმედ ღმერთმან მოგცნა ხელთა თქუენთა, არამედ არა სიყუარულისა თქუენისათვის, არცა საქმეთა თქუენთა კეთილთა, არამედ რამეთუ არა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი მისნი, ამისთვისცა ნათესავითა მით ურჩებისათა განგუკაფნა ჩუენ, რამეთუ მრავალ გზის იერუსალიმიცა მისცის უფალმან ხელთა უცხო თესლთას, რაჟამს არა ვიდოდიან იგინი გზათა მისთა; ხოლო ჩვუენდა კეთილ არს, რამეთუ დამამდაბლა მე უფალმან, რათა დავიმარხნე მცნებანი მისნი და სიმხნით დაითმენდა იგი უკეთურისა...
ქრისტეს სწავლების თანახმად ნეტარი, ანუ ბედნიერნი არიან ისინი:
ვინც ცრემლით ალტობს ლოცვებს თვისას, რათა ნუგეშინისცემული იქნეს მარადიული ნუგეშისცემით;
ვინც თვინიერია და უბოროტო, როგორც კრავი, რადგან დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს;
ვინ...
იხილეთ სრულად
ქრისტეს სწავლების თანახმად ნეტარი, ანუ ბედნიერნი არიან ისინი:
ვინც ცრემლით ალტობს ლოცვებს თვისას, რათა ნუგეშინისცემული იქნეს მარადიული ნუგეშისცემით;
ვინც თვინიერია და უბოროტო, როგორც კრავი, რადგან დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს;
ვინც მოწყალეა გულით და სულით, რადგან შეიწყალებს მას მარჯვენა უფლისა;
ვინც წმიდაა გულით, რადგან ხედავს მეფეს, ზეციურ მამას თვისას;
ვინც დევნილია სიმართლისათვის, ეშმაკთა და ხალხისაგან, რადგან მარადიული სიმართლის სამეფო დევნილ...
უფალი ხშირად, ძალიან ხშირად კეტავს ადამიანებისთვის მოჩვენებითი ბედნიერების კარს, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ბედნიერების კარი მუდმივად ღია აქვს ყველასათვის, ვინც შესვლას მოისურვებს. შენც შედი, ქრისტეს შვილო, როდესაც ამ კარში შეიხედავ...
იხილეთ სრულად
უფალი ხშირად, ძალიან ხშირად კეტავს ადამიანებისთვის მოჩვენებითი ბედნიერების კარს, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ბედნიერების კარი მუდმივად ღია აქვს ყველასათვის, ვინც შესვლას მოისურვებს. შენც შედი, ქრისტეს შვილო, როდესაც ამ კარში შეიხედავ, ბედნიერთა სამეფოს იხილავ, ნეტართა სამკვიდროს. იხილავ წმინდანებით დასახლებულ ზეცას, უკვე მიწაზევე რომ შეიმეცნეს ქრისტესადმი მსახურების ბედნიერება და ზეცაში ამ ბედნიერებას ბოლომდე იგემებენ. როდესაც შეიგრძნობ ამ ყოველივეს...