ცხონებისათვის განსაკუთრებული ძალისხმევა, გულმოდგინება, სიფრთხილე, კეთილგონიერება და მოთმინებაა საჭირო. ჩვენი ყოვლადძლიერი წინამძღოლი და ზედამდგომელი ცხოვრება, ძალა და ხსნა უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც წინასწარ გვამცნო – სოფელსა ამ...
იხილეთ სრულად
ცხონებისათვის განსაკუთრებული ძალისხმევა, გულმოდგინება, სიფრთხილე, კეთილგონიერება და მოთმინებაა საჭირო. ჩვენი ყოვლადძლიერი წინამძღოლი და ზედამდგომელი ცხოვრება, ძალა და ხსნა უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც წინასწარ გვამცნო – სოფელსა ამას შინა ჭირი გექნებათო, – გვამხნევებს კიდეც და გვეუბნება: „არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოანე 16, 33).
ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმიდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმ...
იხილეთ სრულად
ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმიდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმიდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმერთი მარადისობაში.
ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ი...
იხილეთ სრულად
ქრისტიანობა ქალისგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ითვლება. ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს, რადგან ღმერთმა იგი მრავვალი განსხვავებული თვისებითა და ნიჭით შეამკო. სამწუხაროდ, გონიერებისა და მხნეობის გამოყენება ბოროტი საქმეებისთვისაც შეიძლება, ...
ქალის ბუნება მამაკაცისაგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ იგი უმატესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი - გონებით. ქალი მაშინაა კმაყოფილი და ბედნიერი, როცა ქმრის, ძმისა და თუ სხვა მახლობელის მიმართ უხვად იღებს სიყვარუ...
იხილეთ სრულად
ქალის ბუნება მამაკაცისაგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ იგი უმატესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი - გონებით. ქალი მაშინაა კმაყოფილი და ბედნიერი, როცა ქმრის, ძმისა და თუ სხვა მახლობელის მიმართ უხვად იღებს სიყვარულს, ანუ როცა სხვას აბედნიერებს. ღმერთმა მას მამაკაცისაგან განსხვავებული თვისებანი იმიტომ მისცა, რომ მოვალეობაც განსხვავებული აქვს. ძველებური აღზრდა ქალს სწორედ თავისი მოვალეობის, დანიშნულების აღსრულებისათვის ამზადებდა. პ...
რა დაუფასებელი საუნჯე იქნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელშიც ძველებური აღზრდის ეს საყვარელი თვისებანი სწავლა-განათლებასთან იქნება შერწყმული. ხოლო თუ ქალებმა ნაცვლად ზემოთჩამოთვლილი თვისებებისა, დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თ...
იხილეთ სრულად
რა დაუფასებელი საუნჯე იქნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელშიც ძველებური აღზრდის ეს საყვარელი თვისებანი სწავლა-განათლებასთან იქნება შერწყმული. ხოლო თუ ქალებმა ნაცვლად ზემოთჩამოთვლილი თვისებებისა, დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თავის მოწონება და გარეგნული შემკობა შეიყვარეს, ეს ფრიად სამწუხარო და ჩვენი ერის მომავლისათვის ფრიად მავნებელი აღმოჩნდება.
ერთ ზამთარს, ძლიერი ყინვების დროს, დედებმა მთხოვეს, სასტუმრო ოთახში გადი, იქ სითბოაო და მეც გადავედი. ვისვენებდი, როცა დემონების მთელი ჯგუფი თავზე დამადგა. ათნი თუ მეტნი იქნებოდნენ და - აი, ეს არის ჩვენი მტერიო, - ერთმანეთს ეუბნებ...
იხილეთ სრულად
ერთ ზამთარს, ძლიერი ყინვების დროს, დედებმა მთხოვეს, სასტუმრო ოთახში გადი, იქ სითბოაო და მეც გადავედი. ვისვენებდი, როცა დემონების მთელი ჯგუფი თავზე დამადგა. ათნი თუ მეტნი იქნებოდნენ და - აი, ეს არის ჩვენი მტერიო, - ერთმანეთს ეუბნებოდნენ. ბრჭყალებით ცდილობდნენ თვალები ამოეჩიჩქნათ ჩემთვის. არც ხატი და არც ჯვარი არ მქონდა თAნ, მხოლოდ ლოცვით ვიგერიებდი. წამოვდექი და ჩემს კელიაში წამოვედი. წამომყვნენ, მაგრამ ვერ მეხებოდნენ. კელიაში შევედი და ვეღარ შემო...
ყველაზე უფრო ამაღლებული მამაკაცისთვის დედაკაცი არის სწორედ მორცხვობითა და თავმდაბლობით. ყოფილა ასეთი შემთხვევები, რომ დედაკაცი ტაძარში მოსულა გარეგნობით ულამაზესი, მაგრამ ისეთი მშვენიერი სული აქვს, საერთოდ ვეღარ ვამჩნევ როგორი გარ...
იხილეთ სრულად
ყველაზე უფრო ამაღლებული მამაკაცისთვის დედაკაცი არის სწორედ მორცხვობითა და თავმდაბლობით. ყოფილა ასეთი შემთხვევები, რომ დედაკაცი ტაძარში მოსულა გარეგნობით ულამაზესი, მაგრამ ისეთი მშვენიერი სული აქვს, საერთოდ ვეღარ ვამჩნევ როგორი გარეგნობა აქვს. ნამდვილად ზნეობრივი საწყისი ბევრად უპირატესია გარეგნულ ესთეტიკურ საწყისზე.