თუ ძმა მოყვასს შენს წინაშე განიკითხავს, დაუფიქრდი და ნუ გააღიზიანებ მას უფრო მეტად და ნუ ეტყვი – დიახ, ეს ასეა; არამედ ან გაჩუმდი, ან უთხარი მას: მე თვითონაც ცოდვილი ვარ და სხვისი განკითხვა არ შემიძლია. – ამით საკუთარ თავსაც იხსნი...
იხილეთ სრულად
თუ ძმა მოყვასს შენს წინაშე განიკითხავს, დაუფიქრდი და ნუ გააღიზიანებ მას უფრო მეტად და ნუ ეტყვი – დიახ, ეს ასეა; არამედ ან გაჩუმდი, ან უთხარი მას: მე თვითონაც ცოდვილი ვარ და სხვისი განკითხვა არ შემიძლია. – ამით საკუთარ თავსაც იხსნი და მასაც.
საყდარში კაცის სული და გული დამშვიდებული და დაწყნარებულია, ხოლო სოფელში მარადის აღშფოთებული და მოუსვენებელი. კაცი, სოფლის ამაოებითა და შფოთით დაღლილი და გატანჯული, საყდარში განისვენებს და ყოველ სოფლიურ ზრუნვასა და მწუხარებას ივიწ...
იხილეთ სრულად
საყდარში კაცის სული და გული დამშვიდებული და დაწყნარებულია, ხოლო სოფელში მარადის აღშფოთებული და მოუსვენებელი. კაცი, სოფლის ამაოებითა და შფოთით დაღლილი და გატანჯული, საყდარში განისვენებს და ყოველ სოფლიურ ზრუნვასა და მწუხარებას ივიწყებს. საყდარი მწუხარე კაცის მანუგეშებელია და ყოველი კეთილი საქმისათვის განმაღვიძებელი საყდარი განმანათლებელია და კაცის სულიერი განმზრდელი. სოფელი ადამიანებს ჰყოფს, მოყვასს მოყვასისაგან განაშორებს, ეკლესია კი შეაერთებს ყო...
მართლმადიდებელი ეკლესია - ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია, დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონ მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა დ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია - ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია, დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონ მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
თუ ავად გახდი, ეკლესია შენთვის ილოცებს, ზეთს აკურთხევს, იესო ქრისტეს სახელით გცხებს და სნეულებათა კერნებასა და ცოდვათა შენდობას მოგანიჭებს. როდესაც ამ სოფლიდან წახვალ, ეკლესია მიგიძღვის ლოცვითა მსხვერპლის შეწირვითა და შენს სულს უ...
იხილეთ სრულად
თუ ავად გახდი, ეკლესია შენთვის ილოცებს, ზეთს აკურთხევს, იესო ქრისტეს სახელით გცხებს და სნეულებათა კერნებასა და ცოდვათა შენდობას მოგანიჭებს. როდესაც ამ სოფლიდან წახვალ, ეკლესია მიგიძღვის ლოცვითა მსხვერპლის შეწირვითა და შენს სულს უფალს ავედრებს. და ბოლოს, როცა შენს ყველა მახლობელს დაავიწყდები, ეკლესია მაშინაც არ დაგივიწყებს, რადგან იგი გარდაცვლილთ ყველა წირვა-ლოცვის დროს იხსენიებს და მათ სულებს ღმერთს ავედრებს. ერთი სიტყვით, დაბადებიდან სიკვდილამდ...