ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, ის ქრისტიანი არაა, რადგან იესო ქრისტეს მადლს ვერ მიიღებს. რა სახით გადმოგვცემს ეკლესია იესო ქრისტეს მადლს? პირველ რიგში, ნათლისღებით, შემდეგ სახარებისა და საერთოდ საღმრთო წერილის სწავლებით; რაც მთავარია ...
იხილეთ სრულად
ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, ის ქრისტიანი არაა, რადგან იესო ქრისტეს მადლს ვერ მიიღებს. რა სახით გადმოგვცემს ეკლესია იესო ქრისტეს მადლს? პირველ რიგში, ნათლისღებით, შემდეგ სახარებისა და საერთოდ საღმრთო წერილის სწავლებით; რაც მთავარია ეკლესია არა მხოლოდ იესო ქრისტეს მადლს გვაზიარებს, არამედ გვაერთებს მასთან, როცა უფლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. ეკლესია არასოდეს დაგვტოვებს ობლად, სიხარულისა და მწუხარების ჟამს, ჭირსა თუ ლხინში, წმინდა ეკლესია მიგვიძღ...
როდესაც ვინმე შენი თანდასწრებით მოყვასის განკითხვას დაიწყებს, თავი აარიდე მას. რაც უფრო სწრაფად გააკეთებ ამას, ღვთის წინაშეც და ამ ადამიანთანაც მართალი იქნები.
საკვირველი ეს არის: რომელიც განმკითხუელი არის და რომელმანც ცოდვილისათვის ურიცხვი სატანჯველი თავს იდვა და რომელიც უფალი და მეუფე არის, ის გიბრძანებს: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“. – შენ განიკითხავ და აყვედრებ! მაგრამ მიზე...
იხილეთ სრულად
საკვირველი ეს არის: რომელიც განმკითხუელი არის და რომელმანც ცოდვილისათვის ურიცხვი სატანჯველი თავს იდვა და რომელიც უფალი და მეუფე არის, ის გიბრძანებს: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“. – შენ განიკითხავ და აყვედრებ! მაგრამ მიზეზი რა გაქუს სხვის მონის განკითხვისა? – მიზეზი წარმოუჩინელი არის.
რადგან ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება ჭამო ყველაფერი, ხოლო უძლური მხალეულს ჭამს.
მჭამელი ნუ შეურაცხყოფს არამჭამელს, ხოლო არამჭამელი ნუ განსჯის მჭამელს, ვინაიდან ღმერთმა შეიწყნარა იგი.
შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? თავისი უფლის ...
იხილეთ სრულად
რადგან ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება ჭამო ყველაფერი, ხოლო უძლური მხალეულს ჭამს.
მჭამელი ნუ შეურაცხყოფს არამჭამელს, ხოლო არამჭამელი ნუ განსჯის მჭამელს, ვინაიდან ღმერთმა შეიწყნარა იგი.
შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? თავისი უფლის წინაშე დგას იგი თუ ეცემა; მაგრამ დადგება, რადგანაც ღმერთს ძალუძს დადგენა მისი.
თ. 13–14
რომაელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულისა
ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: – კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი? – ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი სალბუნით საკ...
იხილეთ სრულად
ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: – კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი? – ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი სალბუნით საკუთარ თავსაც განკურნავ და მოყვასსაც.
ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის ძვირს იტყვის, და განსჯის თავის ძმას, რჯულის ძვირს იტყვის, და განსჯის რჯულს; ხოლო თუ რჯულს განსჯი, რჯულის აღმსრულებელი კი არა ხარ, არამედ მსაჯული.
ერთია რჯულმდებელი და მსაჯული, რომელსაც ძ...
იხილეთ სრულად
ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის ძვირს იტყვის, და განსჯის თავის ძმას, რჯულის ძვირს იტყვის, და განსჯის რჯულს; ხოლო თუ რჯულს განსჯი, რჯულის აღმსრულებელი კი არა ხარ, არამედ მსაჯული.
ერთია რჯულმდებელი და მსაჯული, რომელსაც ძალუძს თქვენი ცხონებაცა და წარწყმედაც. შენ კი ვინა ხარ, რომ განსჯი მოყვასს?
თ. 3–5
თუ ყველა ორიგინალურ, ქართული ეკლესიის წმინდანთა "ცხოვრებებს" ჩვენ მივუმატებთ კიდევ მსოფლიოს ეკლესიის წმინდანთა რამოდენიმე "ცხოვრებას", გადმოთარგმნილს ბერძნულიდან, მაშინ ნათელი გახდება, რომ ქართული ეკლესია არ ყოფილა ღარიბი ზნეობრივ...
იხილეთ სრულად
თუ ყველა ორიგინალურ, ქართული ეკლესიის წმინდანთა "ცხოვრებებს" ჩვენ მივუმატებთ კიდევ მსოფლიოს ეკლესიის წმინდანთა რამოდენიმე "ცხოვრებას", გადმოთარგმნილს ბერძნულიდან, მაშინ ნათელი გახდება, რომ ქართული ეკლესია არ ყოფილა ღარიბი ზნეობრივ-დამრიგებლობითი თხზულებების აღმწერლობითი დარგის მიხედვით. მაგრამ იყო თუ არა ამ დროს საქართველოში კიდევ სხვაგვარი თხზულებანი - ისეთივე აღმზრდელობითი და დამრიგებლური, როგორც წმინდანთა ცხოვრებანი (რომელთა მიხედვითაც ქრისტია...