ღვთის განკაცების მიუწვდომელ საიდუმლოს მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვინც ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით შეიმოსება, რადგანაც ღმერთი სიყვარულია და რომელიც სიყვარულით მყოფობს, ღმერთი მასთანაა და იგი ღმერთთან, ხოლო ღმერთი მასში (1 ინ. 4.16)...
იხილეთ სრულად
ღვთის განკაცების მიუწვდომელ საიდუმლოს მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვინც ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით შეიმოსება, რადგანაც ღმერთი სიყვარულია და რომელიც სიყვარულით მყოფობს, ღმერთი მასთანაა და იგი ღმერთთან, ხოლო ღმერთი მასში (1 ინ. 4.16). ამავე დროს ღმერთი ნათელია ჭეშმარიტი "რომელი განანათლებს ყოველსა მომავალსა სოფლად" (ინ. 19) და ჰყოფს მას ძედ ნათლისა.როგორი სიღრმეა სინათლისა და სიყვარულის ერთობაში და რაოდენ ბედნიერია ის, ვინც მონაწილეა ამ იდუმალი კავშ...
როგორც ჩანს, "ახალი იდეოლოგიის" გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება. ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, - კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის... გახსნა, ...
იხილეთ სრულად
როგორც ჩანს, "ახალი იდეოლოგიის" გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება. ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, - კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერდით) და ტოტალიზატორის... გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა "გმირების" პოპულარიზაცია
ხატი არის სარკმელი, საიდანაც ჩვენ ვხედავთ ცას; ხატს ადამიანის გონება, ადამიანის სული აჰყავს იმ ზეციურ სამყაროში, სადაც ბრძანდება პირველსახე ხატზე გამოსახული წმიდანისა.
ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძალიან აქტიურად შემოდის სხვადასხვა მოძღვრება უცხოეთიდან. მაგრამ ქართველმა ერმა უნდა დაიანახოს, თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო და რა არაა სასარგებლო, რა უნდა მივიღოთ და რა არ უნდა მივიღოთ. ქართ...
იხილეთ სრულად
ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძალიან აქტიურად შემოდის სხვადასხვა მოძღვრება უცხოეთიდან. მაგრამ ქართველმა ერმა უნდა დაიანახოს, თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო და რა არაა სასარგებლო, რა უნდა მივიღოთ და რა არ უნდა მივიღოთ. ქართველმა კაცმა უნდა გაარჩიოს თეთრი და შავი, ანუ რომელია ის გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ჯოჯოხეთში და რომელია გზა სასუფევლისკენ. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიც აქ, დედამიწაზე იწყება.
მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ (სიბრძნე სოლომონისა 4, 7-8).