მზაკვარმა მთავარმა ამა ქვეყნისა – ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი დამტყვევებელი ადამიანისა, იმგვარად მოიცვა და შემოსა ადამიანის სული წყვიდადის ხელმწიფებით, როგორადაც სამეფო კურთხევისათვის გამზადებულ კაცს შემ...
იხილეთ სრულად
მზაკვარმა მთავარმა ამა ქვეყნისა – ეშმაკმა, რომელიც არის მეუფე წყვდიადისა და თავდაპირველი დამტყვევებელი ადამიანისა, იმგვარად მოიცვა და შემოსა ადამიანის სული წყვიდადის ხელმწიფებით, როგორადაც სამეფო კურთხევისათვის გამზადებულ კაცს შემოსავენ ხოლმე, რაკი მისი გამეფება სურთ, რამეთუ ამ დროს ყველანაირ სამეფო შესამოსელს უძღვნიან მას, რათა თხემით ტერფამდე ერთიანად მეფურად იყოს შემოსილი. ასე შემოსა ცოდვით ადამიანის სულიც ამა ქვეყნის მზაკვარმა მთავარმა, მთელი...
მას – ერთიანად ცეცხლად და მძვინვარებად ქცეულს არ სურს ანგელოზებად იქცნენ სხვები, რათა მისი ძველი ადგილი არ დაიკავონ... და თანდათანობით უფრო და უფრო საშინელი ხდება იგი. ის ბოროტებითა და შურით იზრდება.
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! – ეს ფრაზა სასიკვდილო იარას აყენებს ეშმაკს, ხოლო ნებისმიერ განსაცდელში მყოფ ღვთის მმადლიერებელს ნუგეშს და მხნეობას სძენს. ნურასდროს შეწყვეტ ღვთის მადლიერებას, განსაკუთრებით კი მწუხარებისა და განსაცდე...
იხილეთ სრულად
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! – ეს ფრაზა სასიკვდილო იარას აყენებს ეშმაკს, ხოლო ნებისმიერ განსაცდელში მყოფ ღვთის მმადლიერებელს ნუგეშს და მხნეობას სძენს. ნურასდროს შეწყვეტ ღვთის მადლიერებას, განსაკუთრებით კი მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს და ეს სხვებსაც ასწავლე.
ლოგიკა (იგ. რაციონალიზმი), ბილწსიტყვაობა, სიჯიუტე, თვითნებობა, ურჩობა, უსირცხვილობა – ყველა ეს ეშმაკის განმასხვავებელი ნიშნებია. ადამიანი იმდენად ხდება მისაწვდომი ბოროტისათვის, რამდენადაც ამ ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს ფლობს. ერთი მ...
იხილეთ სრულად
ლოგიკა (იგ. რაციონალიზმი), ბილწსიტყვაობა, სიჯიუტე, თვითნებობა, ურჩობა, უსირცხვილობა – ყველა ეს ეშმაკის განმასხვავებელი ნიშნებია. ადამიანი იმდენად ხდება მისაწვდომი ბოროტისათვის, რამდენადაც ამ ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს ფლობს. ერთი მხრივ, როცა კაცის სული განიწმინდება, მასში სულიწმიდა იმკვიდრებს და ადამიანი მადლით აღმოივსება. თუკი პიროვნება საკუთარ თავს მომაკვდინებელი ცოდვებით შებღალავს, მასში არაწმიდა სული ჩასახლდება, ხოლო თუ ის ცოდვები, რომლითაც იგ...
კაცი უნდა ებრძოდეს მის მარადიულ მტერს, რომლის საცდურნიც მას ხშირად მოღვაწებასა და ქრისტიანულ სარწმუნოებას ავიწყებენ. ასე ძნელია და მძიმე ცხონება სულისა.
ნუ, საყვარელნო, ნუ იხარებთ ჰეროდეს მსგავსად სიმთვრალითა! უკეთუ არა მოჰკლათ წინასწარმეტყველი მსგავსად ჰეროდესა, უეჭველად მოაკვდინეთ სულთა თქვენთა.
ნუ იხარებთ სიმთვრალისათვის მგოსნითა და მროკავთაითა, ვითარცა ჰეროდე. და არა ინანოდა ...
იხილეთ სრულად
ნუ, საყვარელნო, ნუ იხარებთ ჰეროდეს მსგავსად სიმთვრალითა! უკეთუ არა მოჰკლათ წინასწარმეტყველი მსგავსად ჰეროდესა, უეჭველად მოაკვდინეთ სულთა თქვენთა.
ნუ იხარებთ სიმთვრალისათვის მგოსნითა და მროკავთაითა, ვითარცა ჰეროდე. და არა ინანოდა სიკვდილსა ზედა იოანე ნათლისმცემელისასა. ხოლო თქვენ მწუხარე იქმენით და ჰგოდებდეთ სულისა თქვენისა სიკვდილისათვის, რამეთუ სიმთვრალე მოჰკლავს, ჰეროდე ზღვაობდა სერსა მას ზედა მოხსენებისათვის შობისა თვისისა ჰკვლიდა ნათლისმცემ...
მითხარ მე, ჰოი საყვარელნო, რა სასიხარულო შეგძინა შენ სიმთვრალემან: სიბრძნე და ჭკუა მოგიმატა, სიმშვიდე და სიწყნარე მოგიძღვნა, საპატიო ყოფა-ქცევა გასწავა, ოქრო და ვეცხლი შეგიკრიბა, ღვინო, პური და ხვასტაგი განგიმრავლა, საუნჯე საზრდოი...
იხილეთ სრულად
მითხარ მე, ჰოი საყვარელნო, რა სასიხარულო შეგძინა შენ სიმთვრალემან: სიბრძნე და ჭკუა მოგიმატა, სიმშვიდე და სიწყნარე მოგიძღვნა, საპატიო ყოფა-ქცევა გასწავა, ოქრო და ვეცხლი შეგიკრიბა, ღვინო, პური და ხვასტაგი განგიმრავლა, საუნჯე საზრდოით აღგივსო, კაცთა დაგამეგობრა, მტერთა დაგაზავა, ცოდვის მოტევებასა ღირს გყო ანუ სათნოება ღმრთისა გაქმნია? რა სასიხარულო გიძღვნა ღვინომან, მაჩვენეთ მეცა!
მემთვრალენი მიზეზითა ლოცვისაითა მოვლენ ეკლესიად, რეცა პატივისათვის დღესასწაულისა. არათუ ლოცვათა განეკრძალებიან, არამედ ჭამათა და სმათა ზედა აქვსთ გონება და ეკლესიათა შინა უგვანად დგანან და იციან და უბნობენ. და რა გამოვლენ, იწყებენ...
იხილეთ სრულად
მემთვრალენი მიზეზითა ლოცვისაითა მოვლენ ეკლესიად, რეცა პატივისათვის დღესასწაულისა. არათუ ლოცვათა განეკრძალებიან, არამედ ჭამათა და სმათა ზედა აქვსთ გონება და ეკლესიათა შინა უგვანად დგანან და იციან და უბნობენ. და რა გამოვლენ, იწყებენ მთვრალობათა და სიმღერათა და აროკვებენ ქალთა და შეურაცხყოფენ ეკლესიათა და მრავალთა სიბოროტეთა იქმენ.
თქვენცა საყვარელნო, განეკრძალენით ზედასა-ზედა ღვინის სმასა და მარადის სიმთვრალესა, ვინაითგან მთვრალობა არს თავი ყოვლისა ცოდვისა და შემძინებელი უსჯულოებასა ზედა უსჯოლოებისა.
სტუმარნი ისტუმრენით სიხარულითა, სვით ღვინო ზომიერად და ჭა...
იხილეთ სრულად
თქვენცა საყვარელნო, განეკრძალენით ზედასა-ზედა ღვინის სმასა და მარადის სიმთვრალესა, ვინაითგან მთვრალობა არს თავი ყოვლისა ცოდვისა და შემძინებელი უსჯულოებასა ზედა უსჯოლოებისა.
სტუმარნი ისტუმრენით სიხარულითა, სვით ღვინო ზომიერად და ჭამეთ ტაბლა კეთილად, მოყვასნი შეიყვარენით უცოდველად და კეთილსა უყოფდეთ და ნუ ბოროტსა.
და ევედრენით წმიდასა ნათლისმცემელსა იოანეს, რათა დაგიფაროსთ მთვრალობისა და ყოველთა ცოდვათაგან და მეოხ გეყოსთ წინაშე უფლისა, რათა მოგცესთ...
როცა ეშმაკის არსებობას უარყოფ, ამით უარყოფ მრავალ სახარებისეულ ჭეშმარიტებას. არ გჯერა, რომ ეშმაკი ქრისტეს აცდუნებდა, რომ ქრისტე განდევნიდა ეშმაკს კაცთაგან და მან დაამხო ეშმაკის ბატონობა ადამიანებზე. რადგან უფლის უსაყვარლესი მოწაფე...
იხილეთ სრულად
როცა ეშმაკის არსებობას უარყოფ, ამით უარყოფ მრავალ სახარებისეულ ჭეშმარიტებას. არ გჯერა, რომ ეშმაკი ქრისტეს აცდუნებდა, რომ ქრისტე განდევნიდა ეშმაკს კაცთაგან და მან დაამხო ეშმაკის ბატონობა ადამიანებზე. რადგან უფლის უსაყვარლესი მოწაფე წმიდა იოანე ამტკიცებდა, რომ ქრისტე დედამწაზე იმისათვის მოვიდა, რომ ეშმაკის ძალაუფლება დაემხო, იგი ამბობდა: „ამისათვის გამოცხადნა ძე ღმრთისაი, რაითა დაარღვივნეს საქმენი ეშმაკისანი“ (1 იოან. 3, 8).