ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ XX საუკუნიდან ამან განსაკუთრებული სახე მიიღო: ჯერ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის სახით გაბატონდა ათეიზმი, რომელიც კატეგორიულად და ძალმომრეობით...
იხილეთ სრულად
ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას, მაგრამ XX საუკუნიდან ამან განსაკუთრებული სახე მიიღო: ჯერ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის სახით გაბატონდა ათეიზმი, რომელიც კატეგორიულად და ძალმომრეობითად უარყოფდა ღმერთს და, ამასთან, სიცრუეზე დაყრდნობით, ქმნიდა თავისთვის სასურველი „სანიმუშო, ზნეობრივი ადამიანების“ სახეებს; მათი საშუალებით კი გარკვეულ ორიენტირს უსახავდა ცალკეულ პიროვნებებსაც და საზოგადოებასაც.ახლა კი, შ...
ღმერთთან მიახლების პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან; ზოგნი სიყრმიდანვე უფლის სიყვარულითა და რწმენით არიან დაჯილდოებულნი. სხვანი, თუმც ცდილობენ იწამონ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგა...
იხილეთ სრულად
ღმერთთან მიახლების პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან; ზოგნი სიყრმიდანვე უფლის სიყვარულითა და რწმენით არიან დაჯილდოებულნი. სხვანი, თუმც ცდილობენ იწამონ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან ან არ, ან ვერ მისდევენ მაცხოვრის ხმას.
ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ - ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული - თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სი...
იხილეთ სრულად
ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ - ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული - თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ უფლის მიერ დადგენილი მცნებების შეცვლაც კი სურთ, რათა ღვთისაგან არ იქნენ მხილებულნი, არამედ მისაღებნი გახდნენ ყველასათვის. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, დამცირებისა და დაცინვის ობიექტი ხდე...
გარეგნულად ხალისიან ჩვენს ახალგაზრდებში მე ვხედავ სევდას, რომელიც დროდადრო ნელდება, ხან კი ისევ ძლიერდება. ხშირად გაუცნობიერებელი ეს გრძნობა ჭმუნვაა სულისა. წუხილია სიწმინდის, სიმაღლის, ტრანსცენდენტურის ვერ მიწვდომის გამო, ღვთისა ...
იხილეთ სრულად
გარეგნულად ხალისიან ჩვენს ახალგაზრდებში მე ვხედავ სევდას, რომელიც დროდადრო ნელდება, ხან კი ისევ ძლიერდება. ხშირად გაუცნობიერებელი ეს გრძნობა ჭმუნვაა სულისა. წუხილია სიწმინდის, სიმაღლის, ტრანსცენდენტურის ვერ მიწვდომის გამო, ღვთისა და ჭეშმარიტების მონატრების გამო.
ცხოვრებისადმი ჩვენი დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ. ჩვენ ხომ ზედმეტად თვითდაჯერებულნი ვართ და ხშირად ვფიქრობთ, რომ წარმატება ან წარუმატებლობა ჩვენზე ან გარკვეულ მიწიერ გარემოებებზეა დამოკიდებული და მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს არ ვაკეთ...
იხილეთ სრულად
ცხოვრებისადმი ჩვენი დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ. ჩვენ ხომ ზედმეტად თვითდაჯერებულნი ვართ და ხშირად ვფიქრობთ, რომ წარმატება ან წარუმატებლობა ჩვენზე ან გარკვეულ მიწიერ გარემოებებზეა დამოკიდებული და მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს არ ვაკეთებთ.
თუ მე მხოლოდ პირადი ინტერესებით ვცხოვრობ, ესე იგი, ჩემი სურვილების ტყვე ვარ; მაგრამ თუ შემწევს უნარი, გავცდე საკუთარი წარმოდგენების, ჩვეულებებისა და მოთხოვნილებების ფარგლებს, თუ შემიძლია აღვიქვა და განვიცადო სოციალური პრობლემები, ...
იხილეთ სრულად
თუ მე მხოლოდ პირადი ინტერესებით ვცხოვრობ, ესე იგი, ჩემი სურვილების ტყვე ვარ; მაგრამ თუ შემწევს უნარი, გავცდე საკუთარი წარმოდგენების, ჩვეულებებისა და მოთხოვნილებების ფარგლებს, თუ შემიძლია აღვიქვა და განვიცადო სოციალური პრობლემები, თუ ძალა შემწევს, ვაღიარო სხვისი შრომის სირთულე, სიმძიმე და სარგებლობა, მაშინ განსჯა ჩემი და საქმე ჩემი იქნება ამ ჩაკეტილი წრის მიღმა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების ქრისტიანულ აღზრდას. დღესდღეობით მრავალი სექტა არსებობს: ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, ევანგელისტების, იეღოვისტების, აღმოსავლურ რელიგიათა წარმომადგენლების: ბუდისტების, ინდუისტების, კრი...
იხილეთ სრულად
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების ქრისტიანულ აღზრდას. დღესდღეობით მრავალი სექტა არსებობს: ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, ევანგელისტების, იეღოვისტების, აღმოსავლურ რელიგიათა წარმომადგენლების: ბუდისტების, ინდუისტების, კრიშნაიდებისა და სხვათა. ისინი ცდილობენ, გაავრცელონ თავიანთი ცრუ სწავლება, ეწევიან აქტიურ პროპაგანდას და ხშირად მიზანსაც აღწევენ, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რადგან მათ ოჯახიდან არა აქვთ მიღებული საჭირო რელიგი...
სიყვარულის უარმყოფელნი თავიანთი კანონებით ცხოვრობენ: განსხვავებულია მათი შეხედულება საგანთა არსის, ცხოვრების აზრის, სიბრძნის, ზნეობის, ცოდვისა და მადლის შესახებ. ისინი ულმობელნი არიან სხვათა მიმართ და თავის ეგოცენტრიზმს ემსახურები...
იხილეთ სრულად
სიყვარულის უარმყოფელნი თავიანთი კანონებით ცხოვრობენ: განსხვავებულია მათი შეხედულება საგანთა არსის, ცხოვრების აზრის, სიბრძნის, ზნეობის, ცოდვისა და მადლის შესახებ. ისინი ულმობელნი არიან სხვათა მიმართ და თავის ეგოცენტრიზმს ემსახურებიან მხოლოდ. ასეთები დაწვრილებით იძიებენ და უმოწყალოდ განიკითხავენ მოყვასის არა მარტო საქციელს, არამედ მისი სულის იდუმალ შრეებსაც და ცდილობენ, თვით ყველაზე სუფთა და ამაღლებულ მისწრაფებებშიც კი ჩრდილოვანი მხარეები დაინახონ.
გვახსოვდეს, ასომთავრული და ნუსხა-ხუცური დამწერლობის ხმარებიდან განდევნით ჩვენივე ნებით ვაშენებთ ყრუ კედელს წარსულსა და მომავალს შორის. თანამედროვე ქართველი კაცისათვის თანდათან უცხო და გაუგებარი ხდება უძველესი ქართული გამოცემები