მადლი ღვთისა თავისუფლებას არ გვართმევს, იგი გვეხმარება ღმერთის მცნებების შესრულებაში. ადამი მადლში იყო, მაგრამ ნება არ ჰქონდა წართმეული. ასევე ანგელოზებიც სულიწმიდაში იმყოფებიან, მაგრამ არა აქვთ წართმეული თავისუფალი ნება. ბევრმა ა...
იხილეთ სრულად
მადლი ღვთისა თავისუფლებას არ გვართმევს, იგი გვეხმარება ღმერთის მცნებების შესრულებაში. ადამი მადლში იყო, მაგრამ ნება არ ჰქონდა წართმეული. ასევე ანგელოზებიც სულიწმიდაში იმყოფებიან, მაგრამ არა აქვთ წართმეული თავისუფალი ნება. ბევრმა არ იცის გზა ხსნისა, შევიდნენ სიბნელეში და ვერ ხედავენ ჭეშმარიტების ნათელს. ის კი არის, იყო და იქნება და ყველას სიყვარულით ეძახის თავისკენ: „მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, შემიცანით მე და მოგცემთ სიმშვიდეს...
კეთილი, თუნდ მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არა ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, – თავისუფალია. ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, – მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც – ნაკლოვანება.
ის ადამიანი თავისუფალი არ არის, რომლის გონებაც გართულია დღენიადაგ ყოველდღიურ სახმარზე ფიქრში. რამეთუ მათზე ზრუნვა, განურჩევლად იმისა, პირადია თუ სხვისი ეს საზრუნავი, ადამიანს ზღუდავს და იმონებს.
თავისუფლების კანონი ყოველგვარ ჭეშმარიტებას გვასწავლის და მრავალი საკუთარი შემეცნების მიხედვით კითხულობს მას, მაგრამ ცოტას თუ შეუცნია ის მცნებათა აღსრულების შესაბამისად.
თავისუფლებას მოკლებულ ბუნებას არ ძალუძს, იკითხვიდეს და გამოიძიებდეს; შეკითხვა, გამოძიება–თავისუფალი ბუნებიდან მომდინარეობს. მხოლოდ თავისუფალ ბუნებას ძალუძს იკითხვიდეს და გამოიძიებდეს.
ამბობენ: „რატომაა, რომ ჩვენს არსებაში იმთავითვე უცოდველობა არ ჩაიდო? იმიტომ რომ, რომც მოგვენდომებინა, ცოდვის ქმნა არ შეგვძლებოდა?“ – სწორედ იმიტომ, რომ შენ მაშინ კი არ ხედავ მსახურის გამოსწორებას, როცა შებოჭილი გყავს იგი, არამედ მ...
იხილეთ სრულად
ამბობენ: „რატომაა, რომ ჩვენს არსებაში იმთავითვე უცოდველობა არ ჩაიდო? იმიტომ რომ, რომც მოგვენდომებინა, ცოდვის ქმნა არ შეგვძლებოდა?“ – სწორედ იმიტომ, რომ შენ მაშინ კი არ ხედავ მსახურის გამოსწორებას, როცა შებოჭილი გყავს იგი, არამედ მაშინ, როცა ხედავ, რომ ნებაყოფლობით ასრულებს თავის მოვალეობებს.
მრისხანება, გაღიზიანება. ამ ვნებას ბევრი ფიზიოლოგიური მიზეზებით ამართლებს, იმით, რომ მათ თავზე მოწეული უბედურებებისა და ტანჯვა-წამების გამო "ნერვიულები გახდნენ", რომ თანამედროვე ცხოვრება მეტისმეტად დაძაბულია, რომ მშობლებსა და ახლო...
იხილეთ სრულად
მრისხანება, გაღიზიანება. ამ ვნებას ბევრი ფიზიოლოგიური მიზეზებით ამართლებს, იმით, რომ მათ თავზე მოწეული უბედურებებისა და ტანჯვა-წამების გამო "ნერვიულები გახდნენ", რომ თანამედროვე ცხოვრება მეტისმეტად დაძაბულია, რომ მშობლებსა და ახლობლებს მძიმე ხასიათი აქვთ. და თუმცა ეს მიზეზები ნაწილობრივ მხედველობაში მისაღებია, მაგრამ იმის გასამართლებლად მაინც ვერ გამოდგებიან, რომ ჩვენს გაღიზიანებას, მრისხანებას თუ უგუნებობას ახლობლებს ვატეხთ თავს. გაღიზიანებისა დ...