როცა ღვთის ნების გაგება გსურთ, აბსოლუტურად განერიდეთ საკუთარ თავს, ყველა გულისთქმას და აზრებს, და ლოცვაში დიდი მორჩილებით ითხოვეთ ჩაწვდეთ ღვთის ნებას. და რასაც გული გიკარნახებთ, შეასრულეთ და ეს იქნება ღვთის ნების განხორციელება. ვი...
იხილეთ სრულად
როცა ღვთის ნების გაგება გსურთ, აბსოლუტურად განერიდეთ საკუთარ თავს, ყველა გულისთქმას და აზრებს, და ლოცვაში დიდი მორჩილებით ითხოვეთ ჩაწვდეთ ღვთის ნებას. და რასაც გული გიკარნახებთ, შეასრულეთ და ეს იქნება ღვთის ნების განხორციელება. ვინც ამისთვის გულმხურვალედ ლოცულობს, შინაგანი სმენა მას ნათელ ცნობებს აწვდის და ცხოვრებაშიც უფალი ყურადღებით არის, ნაბიჯს არ გადადგამს, ვიდრე ღმერთი ცნობას არ მიაწვდის.
როცა სალოცავად მიდიხარ, გაიხსენე შენი ვნებები, სისუსტეები, რა ადვილად გაურბიხარ ღმერთს და ეცემი. გაიხსენე, რომ მხოლოდ ქრისტეს შეუძლია გიხსნას დაცემისაგან.
როცა ლოცვის მწვერვალზე ვარ, ჩემამდე ვერავითარი ტალღა ვერ აღწევს, მაგრამ თუ ძირს ჩამოვალ, ტალღები გადამივლიან. გონივრული ლოცვა ეუფლება ადამიანს, ატყვევებს და აცისკროვნებს მას. როცა სულში ლოცვის ცეცხლი ანთია, მაშინ მთელი ბურბუშელა ი...
იხილეთ სრულად
როცა ლოცვის მწვერვალზე ვარ, ჩემამდე ვერავითარი ტალღა ვერ აღწევს, მაგრამ თუ ძირს ჩამოვალ, ტალღები გადამივლიან. გონივრული ლოცვა ეუფლება ადამიანს, ატყვევებს და აცისკროვნებს მას. როცა სულში ლოცვის ცეცხლი ანთია, მაშინ მთელი ბურბუშელა იწვის და ფერფლად იქცევა. ლოცვის დასაწყისში გრძნობ სიხარულს, შემდეგ სიტკბოს, ბოლოს კი, როგორც ნაყოფი, ცრემლად იღვრები, ვინაიდან გრძნობ ქრისტეს შენთან ყოფნას. ლოცვა ადამიანს ბავშვად ხდის, აბრუნებს იმ სისადავესა და უმანკოება...
არ კმარა მარტო პატიება სიტყვიერი, დარეგნული; პატიება უმეტესად სჭიროა შინაგანი, უხილავი. ეს კი ნაყოფია სრულყოფილი სიყვარულის. ადამიანი მაშინ შეძლებს პატიებას სხვისი ცოდვების, როცა თავისად მიიჩნევს ცოდვებს უცხო ადამიანების, როცა გულ...
იხილეთ სრულად
არ კმარა მარტო პატიება სიტყვიერი, დარეგნული; პატიება უმეტესად სჭიროა შინაგანი, უხილავი. ეს კი ნაყოფია სრულყოფილი სიყვარულის. ადამიანი მაშინ შეძლებს პატიებას სხვისი ცოდვების, როცა თავისად მიიჩნევს ცოდვებს უცხო ადამიანების, როცა გულამდე მიიტანს სხვის ტკივილს.
ამიტომ ძმაო, თუ გეძნელება პატიება მოყვასის ცოდვებისა, ეს ნიშანია უსიყვარულობის. უსიყვარულობა მომასწავებელია ღვთისაგან სიშორის; ღვთისაგან სიშორე კი ადამიანისთვის არის დამღუპველი. ამიტომ კაცო, თ...
ჩვენ ძალინ ფრთხილად უნდა ვიყოთ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახსაც. ოჯახის ეროვნული ტრადიციები აუცილებლად უნდა დავიცვათ: ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი ენა და სარწმუნოება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
სულში, რომელმაც უარყო ლოცვასთან ნეტარი კავშირი, მიატოვა ლოცვა და დატოვებულ იქნა ლოცვისაგან, ვნებები მძვინვარე ნაკადით შეიჭრებიან და დატბორავენ. ასეთ სულზე ვნებები განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, განსაკუთრებულ სიმტკიცეს, დაიბ...
იხილეთ სრულად
სულში, რომელმაც უარყო ლოცვასთან ნეტარი კავშირი, მიატოვა ლოცვა და დატოვებულ იქნა ლოცვისაგან, ვნებები მძვინვარე ნაკადით შეიჭრებიან და დატბორავენ. ასეთ სულზე ვნებები განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, განსაკუთრებულ სიმტკიცეს, დაიბეჭდებიან გულის გაქვავებითა და უსიცოცხლობით, ურწმუნოებით. სულში დემონები დაბრუნდებიან, ერთ დროს ლოცვით განდევნილები, დაბრუნდებიან ძველი გაძევების გამო გამძვინვარებულნი, დაბრუნდებიან დიდი გაშმაგებით და დიდი რაოდენობით...
სულიწმიდა ძალიან ჰგავს საყვარელ დედას, მშობლიურს. დედას უყვარს თავისი შვილი და ეცოდება იგი, ასევე სულიწმიდას ვეცოდებით ჩვენ, გვპატიობს, გვკურნავს, გვაფხიზლებს, გვახარებს... და შეიმეცნება სულიწმიდა მორჩილებით ლოცვაში. ვისაც უყვარს ...
იხილეთ სრულად
სულიწმიდა ძალიან ჰგავს საყვარელ დედას, მშობლიურს. დედას უყვარს თავისი შვილი და ეცოდება იგი, ასევე სულიწმიდას ვეცოდებით ჩვენ, გვპატიობს, გვკურნავს, გვაფხიზლებს, გვახარებს... და შეიმეცნება სულიწმიდა მორჩილებით ლოცვაში. ვისაც უყვარს მტრები, იგი ჩქარა შეიცნობს უფალს სულიწმიდით, ხოლო ვისაც არ უყვარს, მასზე წერაც არ მინდა, მაგრამ მეცოდება იგი, რამეთუ თვითონაც იტანჯება და სხვასაც სტანჯავს, ვერც უფალს შეიცნობს.
სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება.