ავტორი:
ბერი ამფილოქე
თემა:
ლოცვა
როცა ლოცვის მწვერვალზე ვარ, ჩემამდე ვერავითარი ტალღა ვერ აღწევს, მაგრამ თუ ძირს ჩამოვალ, ტალღები
როცა ლოცვის მწვერვალზე ვარ, ჩემამდე ვერავითარი ტალღა ვერ აღწევს, მაგრამ თუ ძირს ჩამოვალ, ტალღები გადამივლიან. გონივრული ლოცვა ეუფლება ადამიანს, ატყვევებს და აცისკროვნებს მას. როცა სულში ლოცვის ცეცხლი ანთია, მაშინ მთელი ბურბუშელა იწვის და ფერფლად იქცევა. ლოცვის დასაწყისში გრძნობ სიხარულს, შემდეგ სიტკბოს, ბოლოს კი, როგორც ნაყოფი, ცრემლად იღვრები, ვინაიდან გრძნობ ქრისტეს შენთან ყოფნას. ლოცვა ადამიანს ბავშვად ხდის, აბრუნებს იმ სისადავესა და უმანკოებაში, ადამს რომ ჰქონდა სამოთხეში დაცემამდე.
|