უტყუარი ჭეშმარიტებაა, რომ მარტოდ მარტო სარწმუნოება და სარწმუნოებაზედ დამყარებულ-აშენებული ზნეობა აძლევს ადამიანს ღირსებას, ფასს და მიმზიდველობას, მარტოდ მარტო მორწმუნე და ზნე მაღალ ადამიანს აქვს საშუალება იმოქმედოს შეუცდომლად და შ...
იხილეთ სრულად
უტყუარი ჭეშმარიტებაა, რომ მარტოდ მარტო სარწმუნოება და სარწმუნოებაზედ დამყარებულ-აშენებული ზნეობა აძლევს ადამიანს ღირსებას, ფასს და მიმზიდველობას, მარტოდ მარტო მორწმუნე და ზნე მაღალ ადამიანს აქვს საშუალება იმოქმედოს შეუცდომლად და შეძინოს ნამდვილი ბედნიერება თავის თავს, საზოგადოებას და სამშობლოს.
დიდი მარხვა არის სინანულის დრო, ხოლო სინანული არის გამარჯვება ცოდვილ ვნებებსა და გულისთქმებთან ბრძოლაში, რაც ადამიანისათვის იმდენად მძიმეა, რომ თვით უფალმა-ზედამდგომელმა ის ჯვრის ტვირთვას გაუთანაბრა. ამის შესახებ ცოცხლად გვახსენებ...
იხილეთ სრულად
დიდი მარხვა არის სინანულის დრო, ხოლო სინანული არის გამარჯვება ცოდვილ ვნებებსა და გულისთქმებთან ბრძოლაში, რაც ადამიანისათვის იმდენად მძიმეა, რომ თვით უფალმა-ზედამდგომელმა ის ჯვრის ტვირთვას გაუთანაბრა. ამის შესახებ ცოცხლად გვახსენებს დიდი მარხვის შუაში, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში. როგორც უფალმა ჩვენი ცხონების გულისათვის ზიდა ჯვარი, ასევე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ზიდოს "თავისი ჯარი", რომ უფლის მიერ ჩვენთვის შემზადებული ცხონება მოვიხვეჭოთ.
დასაბამად როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, იმთავითვე მარხვის მცნება დაუდო აღსასრულებლად – კეთილისა და ბოროტის ხისაგან არ ჭამოო... და თუკი სამოთხეში იყო აუცილებელი მარხვა, რაოდენ გზის უფრო სამოთხის გარეთაა იგი საჭირო ჩვენთვის, ცოდვას ...
იხილეთ სრულად
დასაბამად როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, იმთავითვე მარხვის მცნება დაუდო აღსასრულებლად – კეთილისა და ბოროტის ხისაგან არ ჭამოო... და თუკი სამოთხეში იყო აუცილებელი მარხვა, რაოდენ გზის უფრო სამოთხის გარეთაა იგი საჭირო ჩვენთვის, ცოდვას დაქვემდებარებულ ადამიანთათვის!...
და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავპირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დ...
იხილეთ სრულად
და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავპირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.
რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.
თ. 5–6
გემოთმოყვარე შრომობს და დარდობს იმაზე, როგორ ამოივსოს მუცელი საჭმლით; ხოლო როდესაც შეჭამს, იტანჯება საჭმლის მონელების დროს; თავშეკავებას კი თან ახლავს ჯანმრთელობა და სიფხიზლე.
ყოველი სარწმუნოება ვერ აცხოვნებს კაცს, არამედ სარწმუნოება ცხოველი. თვით საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ სარწმუნოება არის ცხოველი და არის მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ადამიანის გულში სუფევს და მას სახარების სჯულის მიხედვით ამოქმედებ...
იხილეთ სრულად
ყოველი სარწმუნოება ვერ აცხოვნებს კაცს, არამედ სარწმუნოება ცხოველი. თვით საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ სარწმუნოება არის ცხოველი და არის მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ადამიანის გულში სუფევს და მას სახარების სჯულის მიხედვით ამოქმედებს. მკვდარი სარწმუნოება კი მხოლოდ კაცის ბაგეებზე ჩანს და მის გულში არ შეუღწევია, იგი ვერ მართავს მის მოქმედებას და არც მის საქმეებში ჩანს.
სჯულიერი სწავლების აზრი და შინაარსი, მართალია, კაცის ჭკუამ, ანუ გონებამ უნდა შეიცნოს, მაგრამ მისი დაჯერება, დარწმუნება და შეტკბობა გულის საქმეა. სხვაა რომელიმე აზრის მიღება და გაზიარება, სხვა - დარწმუნება და შეტკბობა.
სარწმუნოებას კაცის გული თავისუფლად იღებს, სურვილით იღებს, რადგან სარწმუნოება ანუგეშებს და ახარებს მას. ამ დროს იგი კაცის ცხოვრების უმთავრესი მმართველი და წინაძღვარი ხდება. სარწმუნოება არამარტო ჭკუისადმი, არამედ მთელი კაცობრივი არს...
იხილეთ სრულად
სარწმუნოებას კაცის გული თავისუფლად იღებს, სურვილით იღებს, რადგან სარწმუნოება ანუგეშებს და ახარებს მას. ამ დროს იგი კაცის ცხოვრების უმთავრესი მმართველი და წინაძღვარი ხდება. სარწმუნოება არამარტო ჭკუისადმი, არამედ მთელი კაცობრივი არსებისა და ბუნებისადმი მიიქცევა, ამიტომ სარწმუნოება სულისა და გულისათვის სასურველი და თავისუფალი ზნეობრივი მოღვაწეობაა, ან უმჯობესია ვთქვათ, გულითადი სარწმუნოება უდიდესი და უმჯობესია ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღმრთი...