ვისაც აქვს სიყვარული, ან მოწყალება, უპირველეს ყოვლისა თავის თავს ახარებს და არგებს, შემდეგ კი მოყვასს. ასევეა უკეთურება: იგი პირველად მის მფლობელსა ვნებს. თუ ბოროტებას სურს მოყვასის ვნება, წარმავალი საფასის მიტაცება ან თუნდაც მისი...
იხილეთ სრულად
ვისაც აქვს სიყვარული, ან მოწყალება, უპირველეს ყოვლისა თავის თავს ახარებს და არგებს, შემდეგ კი მოყვასს. ასევეა უკეთურება: იგი პირველად მის მფლობელსა ვნებს. თუ ბოროტებას სურს მოყვასის ვნება, წარმავალი საფასის მიტაცება ან თუნდაც მისი გვამის ვნება, ასეთი მთლიანად კარგავს საუკუნო ცხოვრებას, თუ ჯეროვნად არ შეინანებს. ამიტომაც ამბობენ მამანი: „რაც ვერ ავნებს სულს, არ ავნებს ადამიანს“.
ერთი და იმავე ბაგეთაგან შესაძლოა როგორც ცივი, ასევე თბილი ჰაერიც მოდიოდეს. ასეა სულიერი ზემოქმედების დროსაც: როცა მოსალოდნელია ცოდვილის სიყვარულის სითბოთი გამოსწორება, არ შეიძლება, რომ კრიტიკისა და სასჯელის სიცივით ვისარგებლოთ. ზო...
იხილეთ სრულად
ერთი და იმავე ბაგეთაგან შესაძლოა როგორც ცივი, ასევე თბილი ჰაერიც მოდიოდეს. ასეა სულიერი ზემოქმედების დროსაც: როცა მოსალოდნელია ცოდვილის სიყვარულის სითბოთი გამოსწორება, არ შეიძლება, რომ კრიტიკისა და სასჯელის სიცივით ვისარგებლოთ. ზოგჯერ მათ მივმართავთ ხოლმე, მაგრამ მხოლოდ იშვიათად. უნდა ვთქვათ: „განვედ ჩემგან“, როგორც ქრისტემ უთხრა პეტრეს (იხ. მათ. 16, 23); ან კიდევ: `ვერცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა” (საქ. 8,20) _ როგორც პეტრე...
არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ წარმომავლობით ყველანი და-ძმანი ვართ. ღვთის მხოლოდშობილი ძის მიერ გამოხსნილნი და სულიწმიდის მერ ქვეყანასა ზედა აღსრულებული ხსნით, ჩვენ ყველანი ძმები და დები ვართ.
წმინდა წერილის სწავლებისაებრ, უფ...
იხილეთ სრულად
არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ წარმომავლობით ყველანი და-ძმანი ვართ. ღვთის მხოლოდშობილი ძის მიერ გამოხსნილნი და სულიწმიდის მერ ქვეყანასა ზედა აღსრულებული ხსნით, ჩვენ ყველანი ძმები და დები ვართ.
წმინდა წერილის სწავლებისაებრ, უფლის მიერ მარადისობისათვის აღზრდილი ადამიანები ერთ ოჯახს შეადგენენ და ამიტომ ჩვენ ყველა ძმანი და დანი ვართ.
ყველა, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, წოდებისა და მდგომარეობისა, მოწოდებულ არიან ღვთის მემკვიდრეებად და თანამემკვიდრეება...
როგორ უნდა გაიგოს მლოცველმა რომ მისი ლოცვა დაეხმარა მოყვასს?
მლოცველი მიხვდება ამას იმ საღვთო ნუგეშის მეშვეობით, რასაც შეიგრძნობს საკუთარ თავში მის მიერ აღსრულებული გულისმიერი, ტკივილით აღსავსე ლოცვის შემდეგ. თუმცაღა, თავიდა...
იხილეთ სრულად
როგორ უნდა გაიგოს მლოცველმა რომ მისი ლოცვა დაეხმარა მოყვასს?
მლოცველი მიხვდება ამას იმ საღვთო ნუგეშის მეშვეობით, რასაც შეიგრძნობს საკუთარ თავში მის მიერ აღსრულებული გულისმიერი, ტკივილით აღსავსე ლოცვის შემდეგ. თუმცაღა, თავიდან სხვა ადამიანის ტკივილი საკუთარ ტკივილად უნდა ვაქციოთ, ამის შემდეგ კი აღვასრულოთ გულისმიერი ლოცვა. სიყვარული საღვთო თვისებაა, იგი აუწყებს მოყვასს. ასეა საავადმყოფოებშიც – თუ ექიმები და მედდები მართლაც განიცდიან ავადმყოფების გ...
ნამდვილი ლოცვა – ეს სიამოვნება, „ნირვანა“ კი არაა, იგი ტკივლიდან იწყება. რა ტკივილია ეს? ადამიანი იტანჯება ამ სიტყვის კარგი გაგებით. მას სტკივა, იგი კვნესის, იტანჯება, რაზეც არ უნდა ლოცულობდეს. იცით რას ნიშნავს „ტანჯვა“? დიახ, ის ...
იხილეთ სრულად
ნამდვილი ლოცვა – ეს სიამოვნება, „ნირვანა“ კი არაა, იგი ტკივლიდან იწყება. რა ტკივილია ეს? ადამიანი იტანჯება ამ სიტყვის კარგი გაგებით. მას სტკივა, იგი კვნესის, იტანჯება, რაზეც არ უნდა ლოცულობდეს. იცით რას ნიშნავს „ტანჯვა“? დიახ, ის იტანჯება იმიტომ, რომ საერთო ადამიანურ ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის ტკივილში თანამონაწილეობს. ამ თანამონაწილეობისათვის, ამ ტკივილისათვის ღმერთი აჯილდოვებს მას საღვთო სიხარულით. რა თქმა უნდა, ადამიანი არ ითხოვს საღვთო ...
ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის მიმართ არა მხოლოდ არ გამოამჟღავნებს მის ნაკლოვანებებს, არამედ პირიქით, რამდენადაც შესაძლებელია, ცდილობს, დაფაროს ისინი სხვა ადამიანების თვალთაგან.
თ. 4, 8
სამართლიანობა ის იქნება, რომ თვით ბოროტება გვძულდეს ბოროტმოქმედ ადამიანებში, თვით ასეთი ადამიანი კი, როგორც ღმერთის ქმნილებათა გვირგვინი – ხატი და მსგავსება შემოქმედი ღმერთისა – გვიყვარდეს.
და ბოლოს, ყველანი თანამზრახველნი, თანალმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი იყავით.
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხევდეთ წინააღმდგომს და იცოდეთ, რომ იმისთვის ხართ ხმობილნი, რათა ...
იხილეთ სრულად
და ბოლოს, ყველანი თანამზრახველნი, თანალმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი იყავით.
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხევდეთ წინააღმდგომს და იცოდეთ, რომ იმისთვის ხართ ხმობილნი, რათა დაიმკვიდროთ კურთხევა.
რადგან ვისაც სურს უყვარდეს სიცოცხლე და იხილოს კეთილდღეობა, დაიცხორს თავისი ენა ბოროტისაგან, და მისი ბაგენი ნუ იტყვიან ზაკვას.
განერიდე ბოროტს, ქმენი კეთილი, მოიძიე მშვიდობა, და მისდიე მას.
ვინაიდან ...
ბოროტება ჩვენს შიგნითაა. ჩვენ არ გვაქვს სიყვარული, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ყველა ადამიანს ჩვენს ძმად და ვცდუნდებით მათი ცოდვილი ცხოვრებით. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთის ძმები, იმიტომ რომ ყველა ადამიანი უფლის შვილია...
იხილეთ სრულად
ბოროტება ჩვენს შიგნითაა. ჩვენ არ გვაქვს სიყვარული, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ყველა ადამიანს ჩვენს ძმად და ვცდუნდებით მათი ცოდვილი ცხოვრებით. ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთის ძმები, იმიტომ რომ ყველა ადამიანი უფლის შვილია. თუ ჩვენ ნამდვილად გავაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენ ყველა ადამიანის ძმები ვართ, მაშინ გვეტკინება მათ გამო, ვინც ცოდვაში ცხოვრობს. და აი, მაშინ მათი ცოდვილი ცხოვრება არ გვაცდუნებს, არამედ, მათთვის ვილოცებთ.