მარხვა წმიდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა და მოკლებით, არამედ საქმის გასწორებით და ყოფაქცევის გამოცვლით. საჭმლის მოკლება სულიერ განღვიძებას შეეწევა; ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამძღარი სტომაქით ლოცვა და მონანება შეუძლია. როცა ...
იხილეთ სრულად
მარხვა წმიდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა და მოკლებით, არამედ საქმის გასწორებით და ყოფაქცევის გამოცვლით. საჭმლის მოკლება სულიერ განღვიძებას შეეწევა; ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამძღარი სტომაქით ლოცვა და მონანება შეუძლია. როცა მარხვისაგან ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება, მაშინ სული თავისუფლდება და თვისი შემოქმედისადმი მიილტვის. ჭამისა და სმისაგან მრავალი სნეულდება, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან არც ერთი.
ყოველივე, რაც სოფელსა შინა დგას: გულისთქმა ხორცთა, გულისთქმა თვალთა და სილაღე (სიმაყე) ამა ცხოვრებისა, დამაბრკოლებელია, ქრისტიანენო, ზეციური სასუფევლისათვის. ცოდვებმა ჩვენ გამოგვაძევა პირველი სასუფევლიდან, ცოდვები ჩვენ მეორეშიც არ...
იხილეთ სრულად
ყოველივე, რაც სოფელსა შინა დგას: გულისთქმა ხორცთა, გულისთქმა თვალთა და სილაღე (სიმაყე) ამა ცხოვრებისა, დამაბრკოლებელია, ქრისტიანენო, ზეციური სასუფევლისათვის. ცოდვებმა ჩვენ გამოგვაძევა პირველი სასუფევლიდან, ცოდვები ჩვენ მეორეშიც არ დაგვიშვებს.
სასუფევლის ძებნა და ღმრთის სიმართლის ბეჯითობა, ვინც სიწრფოეწბით გამოიდებს თავსა, ადვილია და საღმრთო ძალის მინდობითა დაუღალველად საშოვნელი არის. და ვინც იჭვით დაუწყებს ძზებნასა და ორგულობით განიბოროტებს სულსა, ისინი ვერასდროს ვერ ე...
იხილეთ სრულად
სასუფევლის ძებნა და ღმრთის სიმართლის ბეჯითობა, ვინც სიწრფოეწბით გამოიდებს თავსა, ადვილია და საღმრთო ძალის მინდობითა დაუღალველად საშოვნელი არის. და ვინც იჭვით დაუწყებს ძზებნასა და ორგულობით განიბოროტებს სულსა, ისინი ვერასდროს ვერ ეღირსებიან იმათს პოვნასა და იმათს შოვნასა. ყოველი კაცთ ნათესავი ყოვლისავე სჯულისა იმედობენ ცხოვნებისა სიმართლისა მოიმედობითა. და ღმერთმან ერთმან იცის და უწყის, ვინც ეღირსება ამ ნეტარებაში შესვლასა, ამისთვის რომე იწრო არს ...
სქემის კურთხევა მარხუათა შაბათ კვირიაკე კეთილ არს და აქა ჩუენც თანა შაბათ კვირიაკეთა აღსრულების კურთხევა სქემისაი; უკეთუ კულა სნეულად ვინმე არს და დამძიმდეს, რომელსაც დღესა იკურთხეს კეთილ არს.
სულის მოუსვენრობა და ვნებები სისხლს ხრწნიან და ჯანმრთელობას ძირფესვიანად აზიანებენ. მარხვა და საერთოდ, მარხული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად...
როცა ვიცავთ მარხვას ან რომელიმე სათნოებაში ვცდილობთ წარმატების მიღწევას, ჩვენ ეს უნდა ვაკეთოთ თავმდაბლად, როგორც "უხმარმა მონებმა", დავემორჩილოთ საეკლესიო დადგენილებებს და იმაზე არ ვიყოთ დამოკიდებულნი, ვინმე გვიყურებს, თუ არა, როგ...
იხილეთ სრულად
როცა ვიცავთ მარხვას ან რომელიმე სათნოებაში ვცდილობთ წარმატების მიღწევას, ჩვენ ეს უნდა ვაკეთოთ თავმდაბლად, როგორც "უხმარმა მონებმა", დავემორჩილოთ საეკლესიო დადგენილებებს და იმაზე არ ვიყოთ დამოკიდებულნი, ვინმე გვიყურებს, თუ არა, როგორც არ შეიძლება მივისწრაფოდეთ დიდებისკენ, ასევე არ უნდა გვეშინოდეს ხალხის საყვედურებისა და ბრალდებებისა, თუკი ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას - ვიცავთ ღვთის მცნებებს. სწორი არ იქნება, ავიკვიატოთ აზრი, რომ ვიღაცას სირთულეებს ვ...