
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა:
მარხვა
მარხვა წმიდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა და მოკლებით, არამედ საქმის გასწორებით და
მარხვა წმიდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა და მოკლებით, არამედ საქმის გასწორებით და ყოფაქცევის გამოცვლით. საჭმლის მოკლება სულიერ განღვიძებას შეეწევა; ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამძღარი სტომაქით ლოცვა და მონანება შეუძლია. როცა მარხვისაგან ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება, მაშინ სული თავისუფლდება და თვისი შემოქმედისადმი მიილტვის. ჭამისა და სმისაგან მრავალი სნეულდება, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან არც ერთი.
|