სწავლება და მხილება სხვებისაგან მრისხანებით კი არა, სიყვარულით მიიღე, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყო. ყოვლდაბრძენი უფლის სიტყვით, ეს სიბრძნის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
როგორც მრისხანება, ასევე ღვარძლი უზომო თავისმოყვარებისაგან იშვება, თავისმოყვარე ყველაფერში გამორჩენას, დიდებასა და პატივს ეძიებს. თუკი რაიმეში თავისი განზრახვისა და სურვილის საწინააღმდეგოს დაინახავს, შეცბება, ეწყინება და ურისხდება...
იხილეთ სრულად
როგორც მრისხანება, ასევე ღვარძლი უზომო თავისმოყვარებისაგან იშვება, თავისმოყვარე ყველაფერში გამორჩენას, დიდებასა და პატივს ეძიებს. თუკი რაიმეში თავისი განზრახვისა და სურვილის საწინააღმდეგოს დაინახავს, შეცბება, ეწყინება და ურისხდება მას, ვინც წინააღმდეგობას უქმნის. ამიტომაც ცდილობს საქმეს მრისხანებით დაეხმაროს, ანუ სამაგიერო გადაუხადოს, რაც ღვარძლისთვისაა დამახასიათებელი.
რისხვა თავისთავად ბუნებრივია. როგორც ნერვები სხეულში, ისე რისხვა - სულის ნერვია და მისით თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს დემონების, ერეტიკოსთა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დამარკოლებელია ღმრთის გზაზე. მაგრამ, თუკი ერთსულოვა...
იხილეთ სრულად
რისხვა თავისთავად ბუნებრივია. როგორც ნერვები სხეულში, ისე რისხვა - სულის ნერვია და მისით თითოეული ადამიანი უნდა სარგებლობდეს დემონების, ერეტიკოსთა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დამარკოლებელია ღმრთის გზაზე. მაგრამ, თუკი ერთსულოვან ძმებზე მრიხსხანებ და წონასწორობადაკარგული შენსავე ნახელავს ანგრევ, იცოდე, რომ ცუდმედიდობით ხარ ავად და სულის ნერვს ბოროტად იყენებ. ხოლო მისგან განთავისუფლება შესაძლებელია ყველას მიმართ სიყვარულითა და ჭეშმარიტი სიმდაბლი...
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების,
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
ბევრი გაზარმაცებული გვყავს ჩვენ... ზარმაცივით მსხლის ძირში ჯდომა და მსხლის ჩამოვარდნის ლოდინი არ შეგვფერის. უფალმა ხელი რომ მოგცა და ჯერ კიდევ სამოთხეში რომ გაკურთხა... იშრომე, აქ იგულისხმებოდა სულიერი შრომა, ე.ი. ღვთაებრივი აზრებ...
იხილეთ სრულად
ბევრი გაზარმაცებული გვყავს ჩვენ... ზარმაცივით მსხლის ძირში ჯდომა და მსხლის ჩამოვარდნის ლოდინი არ შეგვფერის. უფალმა ხელი რომ მოგცა და ჯერ კიდევ სამოთხეში რომ გაკურთხა... იშრომე, აქ იგულისხმებოდა სულიერი შრომა, ე.ი. ღვთაებრივი აზრების მოაზრება. ამასთან მან გვითხრა პური შენი არსობის შენი შრომით მოიპოვეო.