შესაძლოა კერპი ადამიანიც გახდეს, ვნებიანი შეყვარება - ეს სწორედ რომ კერპის შექმნაა. შეყვარებული ადამიანი ხის ნაპობისგან და ქვების ნამსხვრევებისგან კერპების დამამზადებელს ჰგავს. საკუთარი წარმოსახვით შექმნილ ამ კერპებს კაზმავ, ეთაყვ...
იხილეთ სრულად
შესაძლოა კერპი ადამიანიც გახდეს, ვნებიანი შეყვარება - ეს სწორედ რომ კერპის შექმნაა. შეყვარებული ადამიანი ხის ნაპობისგან და ქვების ნამსხვრევებისგან კერპების დამამზადებელს ჰგავს. საკუთარი წარმოსახვით შექმნილ ამ კერპებს კაზმავ, ეთაყვანები და ემსახურები.
სულიერი თვალსაზრისით მეორე მცნება იმაზე მეტყველებს, რომ სული კაცისა ტაძარი უნდა იყოს. საკურთხეველში არანაირი არაწმინდას შეტანა არ შეიძლება, ის გარეთ უნდა დარჩეს.
მშვინვიერი თვალსაზრისით კერპები - ის გატაცებებია, რომელთა გამო ღმერთს ვივიწყებთ და მადლს ვკარგავთ. ჩვენი ყველა ოცნება და ზმანება - ეს კერპების შეუსვენებელი შექმნაა. ჩვენი ფანტაზია, როგორც მხატვარი, ჩვენი ვნებებისათვის კერპების მაც...
იხილეთ სრულად
მშვინვიერი თვალსაზრისით კერპები - ის გატაცებებია, რომელთა გამო ღმერთს ვივიწყებთ და მადლს ვკარგავთ. ჩვენი ყველა ოცნება და ზმანება - ეს კერპების შეუსვენებელი შექმნაა. ჩვენი ფანტაზია, როგორც მხატვარი, ჩვენი ვნებებისათვის კერპების მაცდუნებელ სურათებს ხატავს.
“მე ვარ უფალი ღმერთი შენი; არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსა“.
შეიძლება ითქვას, რომ მშვინვიერი თვალსაზრისით პირველი მცნება ჩვენთვის - ეს არის ანდერძი, რომ წმინდა წერილის სიტყვები მივიღოთ როგორც ბრძანება, მიმართულ...
იხილეთ სრულად
“მე ვარ უფალი ღმერთი შენი; არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსა“.
შეიძლება ითქვას, რომ მშვინვიერი თვალსაზრისით პირველი მცნება ჩვენთვის - ეს არის ანდერძი, რომ წმინდა წერილის სიტყვები მივიღოთ როგორც ბრძანება, მიმართული ჩვენი სულებისადმი, ბრძანება, რომელიც უსათუოდ უნდა შესრულდეს. ხატოვნად რომ ითქვას, ძველი აღთქმის ათი და ახალი აღთქმის ცხრა მცნება - ეს ძვირფასი ჯაჭვებია, რომლებითაც დედამიწა ცაზეა მიმაგრებული
პირველი მცნება, მოსესთვის მიცემული სინას მთაზე: ისმინე ისრაელ, მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგვიპტით; არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსა.
გამოსვლათა თ. 20. 2-3
მრუშობის ცოდვა მრავალსახოვანი და მრავალფეროვანია. გულისთქმა, რომელსაც ადამიანი არ ებრძვის, უკვე მრუშობაა. ის მღვრიე დინებას ჰგავს, რომელიც ადამიანის თვალებიდან მოედინება, თითქოს ერთი ადამიანის შეხედვამ მეორე ადამიანს წებოვანი, მყრ...
იხილეთ სრულად
მრუშობის ცოდვა მრავალსახოვანი და მრავალფეროვანია. გულისთქმა, რომელსაც ადამიანი არ ებრძვის, უკვე მრუშობაა. ის მღვრიე დინებას ჰგავს, რომელიც ადამიანის თვალებიდან მოედინება, თითქოს ერთი ადამიანის შეხედვამ მეორე ადამიანს წებოვანი, მყრალი ტალახი შეაფრქვია. მრუშობამ შესაძლოა თავი ხმის ჟღერადობაშიც იჩინოს, ზოგჯერ ადამიანი ერთი შეხედვით სუფთასა და წმიდაზეც კი საუბრობს, მაგრამ თვით მის ხმაში და სუნთქვაში დაფარული ავხორცობა გამოსჭვივის. ზოგჯერ თავის მოძრაო...
არც ერთი ცოდვა არ შთააგდებს მოღვაწეს ისეთ სასოწარკვეთამდე მისულ სევდაში, როგორც სიძვა. დაცემული მოღვაწე საკუთარ თავს სიბინძურით სავსეს გრძნობს, საკუთარი სული შავი ეჩვენება. ის თითქოს შეუღწევადი სიბნელითაა მოსილი.