გულის განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები
გულის განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები გულის განწმენდა, გამონათქვამები, ციტატები
ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი, გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავის... იხილეთ სრულად
მორწმუნე ადამიანი სულ სხვანაირად აღიქვამს სამყაროს; მასში ხდება სრული სულიერი ფერისცვალება, იცვლება აზროვნება, იწმიდება გული...
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული არჩევანით არ დაექვემდებარება ცოდვას. ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილებ... იხილეთ სრულად
ჩვენი გული, რომელიც სავსეა ცოდვით და ცოდვითი მიდრეკილებებით, ჭუჭყისგან უნდა გავათავისუფლოთ და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, - ჩვენს ნამდვილ "მეს". ამას კი, როგორც გვასწავლის უფალი, მივაღწევთ, თუ შევიყვარებთ მოყვასს, ვითარცა საკუთარ თა... იხილეთ სრულად
ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ.
როგორ განვიწმინდოთ გული ცოდვათაგან? უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისწავლოთ სამართლიანი განსჯა საკუთარი თავისა. ჩვენს სულში ორი "მე" უნდა განვასხვავოთ და ყოველ ჩვენს საქციელსა და გულისმიერ ზრახვას სხვისი თვალითაც შევხედოთ.
თუ გული სუფთაა და სავსეა რწმენით, სასოებითა და სიყვარულით, თუ იქ ადგილი არა აქვს შურსა და მტრობას, თუ მას შეუძლია სხვისი სიხარულისა და ტკივილის გაზიარება, იქ მადლი განმრავლდება და იგი სულიწმიდის სავანედ იქცევა; ასეთი გული ადვილად... იხილეთ სრულად
განა შეიძლება ბედნიერებას ველოდოთ ხვალ, თუ დღევანდელი დღე შუღლში, ურთიერთდაპირისპირებაში, უზრუნველობასა და ცოდვაში განვლიეთ? რა არის ხვალის დღე, თუ არა სხვა სახის დღევანდელობა? იცოდე, გულო ჩემო, ვიდრე შენ არ განიწმიდები რისხვისა დ... იხილეთ სრულად
რწმენა ჩვენგან გულის განახლებას და სულის აღორძინებას მუდმივად მოითხოვს. ყოველ საღამოს საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ - ხარ თუ არა დღეს უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი?
ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება ტყე, მზე, ცა, ასევე სუფთა გულში აისახება ღმერთი. ასეთი გული სულიერად ბეთლემის გამოქვაბულს ემსგავსება. ასეთ გულში იშვება მაცხოვარი და არა მარტო იშვება, მუდმივად დაივანებს იქ.