საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ღმრთის უპირველესი სახელი სიყვარულია და ვისაც სიყვარული არა აქვს, ის ღმერთს ვერ შეიცნობს. საღმრთო სჯული ღმრთის სიყვარულისკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ ეს ჩვენთვისაა სასარგებლო, რადგან ღმერთს ჩვენი სიყვარ...
იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ღმრთის უპირველესი სახელი სიყვარულია და ვისაც სიყვარული არა აქვს, ის ღმერთს ვერ შეიცნობს. საღმრთო სჯული ღმრთის სიყვარულისკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ ეს ჩვენთვისაა სასარგებლო, რადგან ღმერთს ჩვენი სიყვარულით არაფერი შეემატება. თუ ღმერთზე ფიქრი ადამიანის გულში მუდმივად სუფევს, მაშინ იგი ცდილობს ღმრთის სიყვარულის ღირსი გახდეს. ეს ფიქრი და ზრუნვა მას განსწმენდს, განამდიდრებს, აღამაღლებს
რა არის თვით უმაღლესი ესე თვისება ჩვენი სიცოცხლისა "სიყვარული?" თუ არა სახრჩობელა. ნუთუ ესე სიყვარული არ არის თვით ულმობელი ჯალათი? სად არს ტანჯვა ესოდენი და რაი არს გეენიის მშობელი ეგზომად ადამიანის ტანჯვათა წარმომშობელი, ვითარ ს...
იხილეთ სრულად
რა არის თვით უმაღლესი ესე თვისება ჩვენი სიცოცხლისა "სიყვარული?" თუ არა სახრჩობელა. ნუთუ ესე სიყვარული არ არის თვით ულმობელი ჯალათი? სად არს ტანჯვა ესოდენი და რაი არს გეენიის მშობელი ეგზომად ადამიანის ტანჯვათა წარმომშობელი, ვითარ სიყვარული. ე.ი. ძვირფას სიყვარულს ავ-კარგის დღე და ღამ ფიქრი, წვალება და რამე უბედურების არა შემთხვევისგან ვაება? აგრეთვე ღალატი ცოლ-ქმართა შორის და უკანასკნელ ძვირფასთა გარდაცვალება... ესე არს სიყვარულის აუწერელი ტანჯვა-...
მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისა, - კაცი უნდა შეიყვარო,...
იხილეთ სრულად
მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისა, - კაცი უნდა შეიყვარო, ღვთის ქმნილება, შენი ძმა, ხოლო ბოროტება და უსამართლობა, რომელიც მის გულშია, უნდა გძულდეს. უდიდესი ნაწილი ჩვენი უბედურებისა მტრობისა და სიძულვილისაგან მომდინარეობს, თუ მტრობასა და სიძულვილს სიყვარულით მოვსპობთ, ჩვენ შორი...
მოყვასის სიყვარული და მისთვის სიკეთის კეთება მხოლოდ იმიტომ როდია საჭირო, რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებლობის პირდაპირი მცნებაა (ლევ. 19, 18; მათე 22, 37-39), არამედ იმიტომაც, რომ მოყვასისადმი ამ სიყვარულში ჩვენ...
იხილეთ სრულად
მოყვასის სიყვარული და მისთვის სიკეთის კეთება მხოლოდ იმიტომ როდია საჭირო, რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებლობის პირდაპირი მცნებაა (ლევ. 19, 18; მათე 22, 37-39), არამედ იმიტომაც, რომ მოყვასისადმი ამ სიყვარულში ჩვენი საკუთარი სიკეთე დევს.
სახარების მცნება - შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, იმას კი არ ნიშნავს, რომ ამქვეყნად ღმრთის გარდა არავინ არ უნდა გიყვარდეს, არამედ მხოლოდ იმას, რომ სიყვარული ღმრთისა ჩვენს გულში ყველა სხვა გრძნობაზე უმაღლესი და უ...
იხილეთ სრულად
სახარების მცნება - შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, იმას კი არ ნიშნავს, რომ ამქვეყნად ღმრთის გარდა არავინ არ უნდა გიყვარდეს, არამედ მხოლოდ იმას, რომ სიყვარული ღმრთისა ჩვენს გულში ყველა სხვა გრძნობაზე უმაღლესი და უმტკიცესი უნდა იყოს.
რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარეობაზე, რომელიც უმეტესად ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხეცებსაც კი არ აქვთ, პირიქით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილნი არიან. პატივმოყვარეობა კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: ...
იხილეთ სრულად
რა შეიძლება იყოს უფრო ბრმა პატივმოყვარეობაზე, რომელიც უმეტესად ბრმავდება, რაც მეტად ემსახურებიან? ასეთი თვისება მხეცებსაც კი არ აქვთ, პირიქით, როდესაც უვლიან, ისინი უფრო რბილნი არიან. პატივმოყვარეობა კი სრულიად სხვაგვარად იქცევა: საძაგელი მშვენიერებად წარმოდგება და თავისი თაყვანისმცემლების წინააღმდეგაა მიმართული.
ვისაც პატიოსნება არა აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს ადამიანი, რომე...
იხილეთ სრულად
ვისაც პატიოსნება არა აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვინმესთან არ იყოს შეკრული რომელიმე პირობით, ჩვენი მოვალეობა კი სხვა არა არის რა, თუ არა ამ პირობის ასრულება - მამაშვილობა, ძმობა, მოყვრობა, მეგობრობა, უფროს-უმცროსობა, მოძღვრობა, ვაჭრობა - ეს ყოველივე პირობის მიცემას...
ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქნება, რომელიც ამქვეყნად ყოველთა უმეტეს სამსახურსა და სარგებელს მოუტანს თავის მოყვასს, და არა ის, რომელსაც ყოველი კაცი ემონება და ემსახურება