ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.
არამედ დაიუნჯეთ თქვენ საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვე...
იხილეთ სრულად
ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.
არამედ დაიუნჯეთ თქვენ საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.
ვინაიდან, სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
თ. 6-7
ისტორიულად ქართველ კაცს არ ახასიათებდა მიწიერი საუნჯის მოხვეჭა, იგი უფრო სულიერი საუნჯის შეკრებით იყო დაკავებული. სახარებაში წერია: "სადაც არს საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი".
დაფარული არის ღმრთის სიბრძნის საიდუმლო ცოდნის წიაღი, სადაც ადამიანები ღვთის განსაკუთრებული წყალობითა და განგებით დაიშვებიან; რომელნიც დაუსრულებლად, თანდათანობით, ძალითი-ძალად სულიწმიდის შემწეობითა და მოქმედებით: ჭვრეტით, შემეცნები...
იხილეთ სრულად
დაფარული არის ღმრთის სიბრძნის საიდუმლო ცოდნის წიაღი, სადაც ადამიანები ღვთის განსაკუთრებული წყალობითა და განგებით დაიშვებიან; რომელნიც დაუსრულებლად, თანდათანობით, ძალითი-ძალად სულიწმიდის შემწეობითა და მოქმედებით: ჭვრეტით, შემეცნებითა და ზეშთაგონებით განდობილნი ხდებიან უმაღლეს საიდუმლოებებში და განიბრძნობიან საიდუმლო სწავლებით ცოდნაში: ღმრთის, ანგელოზების და ადამიანის შესახებ, რომელნიც ადამიანს ძალისამებრ ღმრთის ნების სისრულის, მიუწვდომელი განგებუ...
როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა წარმოშობს უამრავ ბოროტებას. მათ შესახებ ბრძანა უფალმა, როცა საუბრობდა იმ ეკლებზე, რომლებიც ღვთაებრივი მცნებების თესლს თრგუნავს და ხელს უშლის ყოველივე მშვენიერისა და კეთილ...
იხილეთ სრულად
როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა წარმოშობს უამრავ ბოროტებას. მათ შესახებ ბრძანა უფალმა, როცა საუბრობდა იმ ეკლებზე, რომლებიც ღვთაებრივი მცნებების თესლს თრგუნავს და ხელს უშლის ყოველივე მშვენიერისა და კეთილის აღმოცენებას: "რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არანაყოფიერ იქმნიან" (ლკ. 8, 14). ასეთ ადამიანებს, როც...
რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ის, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამა არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?
თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,
და რომელიმე თქვენგანი ეტყვის მათ: წადით მშვიდ...
იხილეთ სრულად
რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ის, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამა არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?
თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,
და რომელიმე თქვენგანი ეტყვის მათ: წადით მშვიდობით, გაძეხით და გათბით, და არ კი მისცემს მათ სახმარს ხორცისას, რას გამოელის?
ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, მკვდარია თავისთავად.
თ. 2-3