წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება.
არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისაგან.
უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემ...
იხილეთ სრულად
წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება.
არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისაგან.
უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემა.
გულწრფელებს თავიანთი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან.
თ. 10-11
შინაგანი, სულიერი ნათელი ღმერთთან მყოფი ადამიანისა გარეთაც აშუქებს. კაცი მის პირველ დანახვაზედვე რწმუნდება რომ ის მაღალზნეობისაა, რომ მისი სული სავსეა ციური ტკბილი გრძნობითა, რომ მასთან ერთი სუფევს, და უნებურად ყველა მისკენ ილტვის...
იხილეთ სრულად
შინაგანი, სულიერი ნათელი ღმერთთან მყოფი ადამიანისა გარეთაც აშუქებს. კაცი მის პირველ დანახვაზედვე რწმუნდება რომ ის მაღალზნეობისაა, რომ მისი სული სავსეა ციური ტკბილი გრძნობითა, რომ მასთან ერთი სუფევს, და უნებურად ყველა მისკენ ილტვის. მისი სიმპათიური სახე კაცს მუდამ თვალწინ ეხატება, მის მოგონებაზე სიხარულით ივსება; თითქმის ბოროტნიც კი კის წინაშე თავს იხრიან; ის ავრცელებს თავის გარშემო სითბოსა და სიცოცხლეს, ათბობს გაყინულ გულთა, არბილებს მედიდურ გრძნ...
მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.
მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
იცის უფალმა დღენი უცოდველთა, დ...
იხილეთ სრულად
მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.
მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
იცის უფალმა დღენი უცოდველთა, და მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება.
არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
34-36
კეთილი ზნის კაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყიდოს თავისი თავისუფლება ქონების შესაძენად, თუნდაც ეს ქონება ძალზედ დიდი იყოს. ამქვეყნიური სიმდიდრე ხომ განქარვებად სიზმარს წააგავს, და ცხოვრებისეულ სიკეთეთ მხოლოდ მოჩვენებითი ბრწყი...
იხილეთ სრულად
კეთილი ზნის კაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყიდოს თავისი თავისუფლება ქონების შესაძენად, თუნდაც ეს ქონება ძალზედ დიდი იყოს. ამქვეყნიური სიმდიდრე ხომ განქარვებად სიზმარს წააგავს, და ცხოვრებისეულ სიკეთეთ მხოლოდ მოჩვენებითი ბრწყინვალება აქვთ, ხანმოკლე და წარმავალი.
იცით ეს გამოთქმა: “ფული სინდისს აფუჭებს”? ერთობ სწორი აზრია! ფული ზნეობას უკლავს ადამიანს, სინდისის გაყიდვის საშუალებას აძლევს. ეს სამყაროს შექმნის დროიდან ასეა. თუმცა შორს რად წავიდეთ, განა იუდამ არ გაყიდა ქრისტე ოცდაათ ვერცხლად?...
იხილეთ სრულად
იცით ეს გამოთქმა: “ფული სინდისს აფუჭებს”? ერთობ სწორი აზრია! ფული ზნეობას უკლავს ადამიანს, სინდისის გაყიდვის საშუალებას აძლევს. ეს სამყაროს შექმნის დროიდან ასეა. თუმცა შორს რად წავიდეთ, განა იუდამ არ გაყიდა ქრისტე ოცდაათ ვერცხლად? ეს ფაქტი არ ადასტურებს ფულის გამხრწნელ როლს, როდესაც მას უღმერთო ადამიანები იყენებენ?
თქვენ გაქვთ მინდორი, ტყე, მდელო, ბაღები, ტბორები და რა? - პატარა მიწის ნაკვეთი, ერთი ნაბიჯი სიფართისა და ექვსი ნაბიჯი სიგრძისა გახდება თქვენი საცხოვრებელი, და ერთი ქვაც საკმარისი იქნება თქვენს დასაცავად.
ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ ...
იხილეთ სრულად
ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ უსარგებლო ზრუნვას.