ადამიანი ყველაფერს უფრო ადვილას შეეცნობება, ვიდრე თავის თავს, - თავის სულიერ მდგომარეობას. ადვილია ამ საგნის შესწავლა, რომლის ნიადაგი ერთბუნებურ კანონზეა დამოკიდებული, თუ ერთხელ მისი კანონების საიდუმლო ძალები შეიგნო და შეისწავლა კ...
იხილეთ სრულად
ადამიანი ყველაფერს უფრო ადვილას შეეცნობება, ვიდრე თავის თავს, - თავის სულიერ მდგომარეობას. ადვილია ამ საგნის შესწავლა, რომლის ნიადაგი ერთბუნებურ კანონზეა დამოკიდებული, თუ ერთხელ მისი კანონების საიდუმლო ძალები შეიგნო და შეისწავლა კაცმა, მერე არ სჭირია იმის შესახებ არავითარი დამატებითი შრომა, რადგან უცვლელია ბუნების წეს-რიგთა დიდებულებანი. ხოლო თავის ცნობა და მისი ბუნებურ ორხარისხოვან მნიშვნელობათა გარჩევა და ზედმიწევნით შესწავლა დაუმთავრებელი რჩებ...
ილუზია ყოფისგან გათავისუფლების პროცესში განმარტოების თანმხლები არის ცხოვრებასა და აზროვნებაში უცილობელი ცვლილება. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს ზნეობისა და კეთილსინდისიერებისკენ ჯერ თვალთამზერის მიპყრობას და შემდეგ მისკენ სწრაფვა...
იხილეთ სრულად
ილუზია ყოფისგან გათავისუფლების პროცესში განმარტოების თანმხლები არის ცხოვრებასა და აზროვნებაში უცილობელი ცვლილება. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს ზნეობისა და კეთილსინდისიერებისკენ ჯერ თვალთამზერის მიპყრობას და შემდეგ მისკენ სწრაფვას.
ვეძებთ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, სიმშვიდეს, მაგრამ არცერთი არ მყოფობს ჩვენში, რადგან ეს ყოველივე საკუთარ თავზე გამარჯვების შედეგად იშვება მხოლოდ. გამარჯვებასაც კი შევუბღალეთ შინაარსი ჩვენს ცხოვრებაში და ეს ცნება ისევ სხვაზ...
იხილეთ სრულად
ვეძებთ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, სიმშვიდეს, მაგრამ არცერთი არ მყოფობს ჩვენში, რადგან ეს ყოველივე საკუთარ თავზე გამარჯვების შედეგად იშვება მხოლოდ. გამარჯვებასაც კი შევუბღალეთ შინაარსი ჩვენს ცხოვრებაში და ეს ცნება ისევ სხვაზე პირადი გავლენისა და წარმატების აღსანიშნ ცნებად ვაქციეთ. დაგვავიწყდა, რომ თითოეული ადამიანის საკუთარ თავზე გამარჯვება საყოველთაო გამარჯვების შედეგი იქნება. ამის შედეგად იბადება მხოლოდ ის, რასაც დღენიადაგ ვეძებთ: სიმშვიდ...
ქმნილებასთან მიმართებაში სიტყვა ღმერთი წმიდა წერილში იმიტომაც იწოდება პირველშობილად, რომ სიტყუა, რომელიც დასაბამად ჰქმნიდა ყოველივე არსებულს, თავის დამდაბლებით გარდამოხდა ქმნილებასთან, რათა მათ შესძლებოდათ არსებობად მოსვლა... და კ...
იხილეთ სრულად
ქმნილებასთან მიმართებაში სიტყვა ღმერთი წმიდა წერილში იმიტომაც იწოდება პირველშობილად, რომ სიტყუა, რომელიც დასაბამად ჰქმნიდა ყოველივე არსებულს, თავის დამდაბლებით გარდამოხდა ქმნილებასთან, რათა მათ შესძლებოდათ არსებობად მოსვლა... და კიდევ იმიტომაც იწოდება ასე, რომ თავისი თვითდამდაბლებითა და ქმნილებასთან მისვლით ღვთის შვილებად შეექმნა ყველა ადამიანი.
უნდა გავექცეთ უსარგებლო საუბრებს და არ დავუკავშირდეთ მათ, ვინც ღვთის შიშს არად აგდებს. რადგან ისინი სასარგებლოს არაფერს ამბობენ, არაფერს აკეთებენ უფლისთვის; არ საუბრობენ არც სათნოებებზე, არც ღვთისმოსაობაზე, არც სიწმიდეზე. მათი საუ...
იხილეთ სრულად
უნდა გავექცეთ უსარგებლო საუბრებს და არ დავუკავშირდეთ მათ, ვინც ღვთის შიშს არად აგდებს. რადგან ისინი სასარგებლოს არაფერს ამბობენ, არაფერს აკეთებენ უფლისთვის; არ საუბრობენ არც სათნოებებზე, არც ღვთისმოსაობაზე, არც სიწმიდეზე. მათი საუბარი სიკვდილით სიკვდილია; მათი რჩევა ჯოჯოხეთის უფსკრული; მათთან ერთობა სულიერი დაღუპვა.
სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა.
უმადლო კაცი უდროო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ უმეცართ.
სულელის პირით თქმული იგავი უარსაყოფია, რადგან თავის დროზე არ ამბობს მას.
...
იხილეთ სრულად
სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა.
უმადლო კაცი უდროო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ უმეცართ.
სულელის პირით თქმული იგავი უარსაყოფია, რადგან თავის დროზე არ ამბობს მას.
თ. 19-20