ქრისტე ჩვენი მსგავსი შეიქნა, რათა ჩვენც მისი მსგავსი შევექმენით; უკვდავი მოკვდავებთან გარდამოხდა ზეცით, უკვდავებად გვაქცია ჩვენ, სიკვდილს დაქვემდებარებული ადამიანები და კვლავ ზეცად ამაღლდა მამასთან, რათა ჩვენც ამ ქვეყნიდან იქ აგვა...
იხილეთ სრულად
ქრისტე ჩვენი მსგავსი შეიქნა, რათა ჩვენც მისი მსგავსი შევექმენით; უკვდავი მოკვდავებთან გარდამოხდა ზეცით, უკვდავებად გვაქცია ჩვენ, სიკვდილს დაქვემდებარებული ადამიანები და კვლავ ზეცად ამაღლდა მამასთან, რათა ჩვენც ამ ქვეყნიდან იქ აგვამაღლოს.
ქრისტე ჩვენი მეგობარია, ჩვენი ძმაა, ქრისტე სიკეთე და მშვენიერებაა. ქრისტეს არ გააჩნია დაღვრემილობა, არც მელანქოლია, არც შინაგანი ცვალებადობა. ადამიანი კი იტანჯება სხვადასხვა ზრახვისა და მდგომარეობისაგან, რომელიც მას დროდადრო ამწუხ...
იხილეთ სრულად
ქრისტე ჩვენი მეგობარია, ჩვენი ძმაა, ქრისტე სიკეთე და მშვენიერებაა. ქრისტეს არ გააჩნია დაღვრემილობა, არც მელანქოლია, არც შინაგანი ცვალებადობა. ადამიანი კი იტანჯება სხვადასხვა ზრახვისა და მდგომარეობისაგან, რომელიც მას დროდადრო ამწუხრებს და ტრავმას აყენებს. ქრისტე სიხარულია, სიცოცხლეა, ნათელია, ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ახარებს ადამიანს, ფრთებს ასხამს, ანიჭებს ძალას, დაინახოს ყველაფერი და ყველა, გული შესტკიოდეს ყველაზე და სურდეს, რომ ყველა იყოს მასთ...
ქრისტეში ადამიანური ბუნება სრულ ღმერთს შეუერთდა და ეზიარა, არა ისე, როგორც წინასწარმეტყველი თუ სხვა ვინმე ღმრთივსულიერ ადამიანთაგან, რომელნიც თვით ღმერთს კი არ უერთდებოდნენ და ეზიარებოდნენ, არამედ რაღაცას ღვთაებრივს. იესო ქრისტეში...
იხილეთ სრულად
ქრისტეში ადამიანური ბუნება სრულ ღმერთს შეუერთდა და ეზიარა, არა ისე, როგორც წინასწარმეტყველი თუ სხვა ვინმე ღმრთივსულიერ ადამიანთაგან, რომელნიც თვით ღმერთს კი არ უერთდებოდნენ და ეზიარებოდნენ, არამედ რაღაცას ღვთაებრივს. იესო ქრისტეში ადამიანური ბუნება არსისმიერად შეუერთდა და ეზიარა შემოქმედ ღმერთს და ღმერთი ადამიანურ ბუნებაში ისეა, როგორც მზე სხივებში.
ქრისტეს ჭეშმარიტად მორწმუნე სულმა სახე უნდა იცვალოს და აწინდელი, ბიწიერი მდგომარეობიდან, სხვა, კეთილ, უბიწო მდგომარეობაში გადავიდეს და ახალ სულად იცვალოს ფერი სულიწმიდის ძალით, მეოხებითა და შემწეობით.
ქრისტიანული სწავლების თანახმად სულიერი სამყარო, შემოქმედი უფლის გარდა, ანგელოზებით და გარდაცვლილ ადამიანთა სულებით არის დასახლებული. თქვენ კითხულობთ: „ზემოქმედებს თუ არა სულიერი სამყარო ადამიანებზე და მოვლენებზე ჩვენს სამყაროში სა...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული სწავლების თანახმად სულიერი სამყარო, შემოქმედი უფლის გარდა, ანგელოზებით და გარდაცვლილ ადამიანთა სულებით არის დასახლებული. თქვენ კითხულობთ: „ზემოქმედებს თუ არა სულიერი სამყარო ადამიანებზე და მოვლენებზე ჩვენს სამყაროში საერთოდ?“ მთელი წმიდა წერილი პირველიდან უკანასკნელ გვერდამდე გვასწავლის, რომ ჩვენი სამყარო სულიერი ქვეყნის დაკვირვებისა და ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება, რომელიც მას სიკეთისაკენ მიმართავს, მაგრამ ადამიანებს თავისუფალი არჩე...
ქრისტიანი ქრისტეს მსგავსია იმდენად, რამდენადაც კაცობრივი ბუნებისთვის შესაძლებელია, რადგან მას საქმით, სიტყვით და გონებით სწორად და წმინდად სწამს წმიდა სამება.
ქრისტიანის სული, როდესაც ღირსი ხდება, შემოქმედისაგან მის სულს მიიღებს, ხოლო მიღების შემდეგ, იპყრობს გონებაში მანამ, ვიდრე გონება არ განიღმრთობა; გულში, ვიდრე გული არ განიღმრთობა, ნებაში, ვიდრე ნება არ განიღმრთობა და გამუდმებულად უ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანის სული, როდესაც ღირსი ხდება, შემოქმედისაგან მის სულს მიიღებს, ხოლო მიღების შემდეგ, იპყრობს გონებაში მანამ, ვიდრე გონება არ განიღმრთობა; გულში, ვიდრე გული არ განიღმრთობა, ნებაში, ვიდრე ნება არ განიღმრთობა და გამუდმებულად უპყრია ის სამ განზომილებაში, ვიდრე სრულად არ განიღმრთობა სული. ასე ხდება სული დიდებული, მდიდარი და წმიდა, მაშინ იძენს იგი შესაძლებლობას გარდაქმნას, სული შთაბეროს, გაანათლოს სხეული, როგორც საკუთარი ორგანო.
შვილნო ჩემნო, ამას გწერთ თქვენ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე სცოდავს, ქომაგი გვყავს მამის გვერდით, - იესო ქრისტე მართალი.
იგია ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.
და ამით ვიცით, რომ შევ...
იხილეთ სრულად
შვილნო ჩემნო, ამას გწერთ თქვენ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე სცოდავს, ქომაგი გვყავს მამის გვერდით, - იესო ქრისტე მართალი.
იგია ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.
და ამით ვიცით, რომ შევიცნეთ იგი, თუკი ვიმარხავთ მის მცნებებს.
ვინც ამბობს, რომ შეიცნო იგი, მაგრამ არ იმარხავს მის მცნებებს, ცრუა, და ჭეშმარიტება არ არის მასში.
ხოლო, თუ ვინმე იმარხავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულდა ღმერთის სიყვარული; ამით შევიცნო...
ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებთ თქვენ.
იხილეთ სრულად
ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებთ თქვენ.
დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
ვინაიდან უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი მსუბუქი.
თ. 11-12