თუკი აწინდელ, ქვეყნიურ ცხოვრებაში ყველა ადამიანისათვის ღმერთის მიერ უპოვარება და გაჭირვებაა განჩინებული, როგორც ბუნებრივი სასჯელი, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ადამიანი, ვინც მთელი თავისი ძალისხმევით უმართებულოდ ცდილობს გაექცეს ამ ...
იხილეთ სრულად
თუკი აწინდელ, ქვეყნიურ ცხოვრებაში ყველა ადამიანისათვის ღმერთის მიერ უპოვარება და გაჭირვებაა განჩინებული, როგორც ბუნებრივი სასჯელი, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ადამიანი, ვინც მთელი თავისი ძალისხმევით უმართებულოდ ცდილობს გაექცეს ამ უპოვარებას, გაჭირვებას და ესწრაფვის ქვეყნიური კეთილდღეობა მოიპოვოს, რათა ბედნიერად და უზრუნველად იცხოვროს, იგი ეწინააღმდეგება ღმერთს და ამის გამო საუკუნო სასჯელს ეწევა.
თუ გული ღმერთთან გაქვს, შენი სამუშაო ნაკურთხი იქნება. ინტელექტუალურიც რომ იყოს იგი, რამდენადაც შენ საღვთო ატმოსფეროში ცხოვრობ, საქმის დროს შეიძლება არც ლოცულობდე. თუ ადამიანს სულიერი მდგომარეობა აქვს, ეს მას ძალიან ეხმარება. ის არ...
იხილეთ სრულად
თუ გული ღმერთთან გაქვს, შენი სამუშაო ნაკურთხი იქნება. ინტელექტუალურიც რომ იყოს იგი, რამდენადაც შენ საღვთო ატმოსფეროში ცხოვრობ, საქმის დროს შეიძლება არც ლოცულობდე. თუ ადამიანს სულიერი მდგომარეობა აქვს, ეს მას ძალიან ეხმარება. ის არ ცდილობს, რომ განსჯით მოიპოვოს აზრი, არამედ განწმენდილი სწვდება მას საღმრთო კურთხევის საშუალებით.
ღმერთმა ადამიანი შრომისათვის შექმნა და მისცა მას ამისთვის აუცილებელი ორგანოები; აქედან გამომდინარე, უსაქმური ღვთის წესრიგიდან და ქმნილების მიზნიდან გადახვევაა.
სიჭაბუკის ჟამს შეკრებილი შრომა სიბერეში მოუძლურებულს გამოკვებავს და ნუგეშს სცემს. მხურვალედ ვიღვაწოთ ჭაბუკნო და სიფხიზლით კეთილად ვისწრაფოდეთ, რადგან სიკვდილის ჟამი არავინ იცის.
როცა ღვთისმოსაობით შრომობთ და ლოცვით მოქმედებთ, აკურთხებთ საკუთარ თავს და აკურთხებთ ყველაფერ იმასც, რასაც აკეთებთ. როცა გონება ღმერთშია დაუნჯებული, ადამიანი აკურთხებს თავის სამუშაოს, თავის ხელსაქმეს.
როცა ადამიანი მშვიდად შრომობს, ის მშვიდობას ინარჩუნებს და მთელ დღეს აკურთხევს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერც ვხვდებით, რომ როცა რაღაც საქმეს ნაჩქარევად ვაკეთებთ, ნევროზული მდგომარეობა გვეუფლება. საკუთარ თავს არ უნდა დავუსახოთ მიზნად, რომ ...
იხილეთ სრულად
როცა ადამიანი მშვიდად შრომობს, ის მშვიდობას ინარჩუნებს და მთელ დღეს აკურთხევს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერც ვხვდებით, რომ როცა რაღაც საქმეს ნაჩქარევად ვაკეთებთ, ნევროზული მდგომარეობა გვეუფლება. საკუთარ თავს არ უნდა დავუსახოთ მიზნად, რომ ბევრი მოვასწროთ. საკუთარი განცდებიც მიგახვედრებს ამას. ეს ეშმაკეული მდგომარეობაა.
პირჯვარი გადაიწერე, ჩემო კეთილო შვილო და აკეთე ის, რასაც გეუბნებიან. თუკი იტყვი:"ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთა", ნუთუ ამდენი წმიდანიდან ერთიც არ დაგეხმარება? უფლის ნდობა არასდროს დაკარგო. თავს ადამიანური ლოგიკით ნუ შეიზღუდავ, ასე ...
იხილეთ სრულად
პირჯვარი გადაიწერე, ჩემო კეთილო შვილო და აკეთე ის, რასაც გეუბნებიან. თუკი იტყვი:"ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთა", ნუთუ ამდენი წმიდანიდან ერთიც არ დაგეხმარება? უფლის ნდობა არასდროს დაკარგო. თავს ადამიანური ლოგიკით ნუ შეიზღუდავ, ასე თავადაც იტანჯები და საღვთო შემწეობასაც ხელს უშლი. თუკი შენი კეთილგონიერი ადამიანური ქმედების შემდეგ, ყველაფერს, რასაც იქმ, და საკუთარ თავსაც უფალს მიანდობ, ეს მეტად დაგეხმარება არა მხოლოდ შენ, არამედ სხვებსაც. ღვთისადმი ...
პატიოსანი შრომით შეიძლება როგორც გამდიდრება, ასევე გაღარიბებაც. მაგრამ, როგორც სიმდიდრე არ აღამაღლებს ადამიანს, ასევე სიღარიბეც არ აკნინებს მას. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, იგი ცხოვრობს არა ქრისტიანული, არამედ წარმართული მრწამსით, რო...
იხილეთ სრულად
პატიოსანი შრომით შეიძლება როგორც გამდიდრება, ასევე გაღარიბებაც. მაგრამ, როგორც სიმდიდრე არ აღამაღლებს ადამიანს, ასევე სიღარიბეც არ აკნინებს მას. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, იგი ცხოვრობს არა ქრისტიანული, არამედ წარმართული მრწამსით, რომლის მიხედვითაც ადამიანი თავისი საფულის წონით განიზომება. ქრისტე მიტომაც ავიდა გოლგოთაზე და ეცვა ჯვარს, რათა აღმოეფხვრა ეს ბარბაროსული საზომი და დაემკვიდრებინა ახალი - სულიერი და ზნეობრივი