ჩვენი ცხოვნების მტერმა - ეშმაკმა დაბადა მრავალი ცრუ მოძღვრება, ერესი, სექტა და განხეთქილება, რომელთა მეშვეობითაც სამუდამოდ აშორებს ადამიანებს უფლისაგან.
ყოველ მიწიერ (ადამიანისმიერ) სარწმუნოებას ეწოდება ადამიანის სახელი: მაჰმადიანი - მუჰამედიდან, პაპისტი-რომის პაპიდან, ლუთერანელი - მარტინ ლუთერიდან, იუდეველი - იუდადან, პაშკოველი - პაშკოვიდან და სხვა მისთანანი. ესენი არ არიან ღმერთ...
იხილეთ სრულად
ყოველ მიწიერ (ადამიანისმიერ) სარწმუნოებას ეწოდება ადამიანის სახელი: მაჰმადიანი - მუჰამედიდან, პაპისტი-რომის პაპიდან, ლუთერანელი - მარტინ ლუთერიდან, იუდეველი - იუდადან, პაშკოველი - პაშკოვიდან და სხვა მისთანანი. ესენი არ არიან ღმერთისაგან და ღმერთი არ არის მათში, ვინაიდან, უკუეთუ ისინი ღმერთისაგან არიან, რად იწოდებიან ადამიანთა სახელებით; ერთადერთი და ჭეშმარიტი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც თვით უფლის სახელით იწოდება - ქრისტიანენი.
მონოფიზიტური ბოროტმორწმუნეობა, შემდგარი სხვადასხვა მწვალებლობისაგან, თავის თავში შეიცავს სამ უმთავრეს და სხვებზე უფრო უკეთურ და საძაგელ მწვალებლობას. მათგან პირველი და ყველაზე უბოროტესი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ბრძნობენ, თითქო...
იხილეთ სრულად
მონოფიზიტური ბოროტმორწმუნეობა, შემდგარი სხვადასხვა მწვალებლობისაგან, თავის თავში შეიცავს სამ უმთავრეს და სხვებზე უფრო უკეთურ და საძაგელ მწვალებლობას. მათგან პირველი და ყველაზე უბოროტესი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ბრძნობენ, თითქოსდა სიტყუა-ღმერთის მაცხოვნებელი ვნების დროს, უვნებო ღმრთაება სიკვდილს დაექვემდებარა, ისევე, როგორც (მისი) ადამიანობა (კაცობრივი ბუნება); მეორე ამტკიცებს, რომ განკაცებულმა სიტყუა-ღმერთმა, ზეცად ამაღლების შემდეგ, განიძარც...
მართლმადიდებლური ეკლესიიდან განდგომილებმა სიცოცხლეც რომ შესწირონ ქრისტეს სახელის აღსარებას, მათი ცოდვა სისხლითაც კი არ ჩამოირეცხება. წარუშლელი და უმძიმესია განხეთქილების დანაშაული და არ იწმინდება თვით მოწამეობითაც კი.
მართლმადიდებლობის გარდა ამქვეყნად არსებული ყველა რელიგია მცდარია და ვერ აცხოვნებს ადამიანს. მცდარი რელიგია დასცინის კაცს. თითოეულ ჩვენთაგანს გარდაცვალებისთანავე გაუცხადდება, რამდენად მყარია ის, რასაც მიანდო თვისი სასოება. როგორ შე...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობის გარდა ამქვეყნად არსებული ყველა რელიგია მცდარია და ვერ აცხოვნებს ადამიანს. მცდარი რელიგია დასცინის კაცს. თითოეულ ჩვენთაგანს გარდაცვალებისთანავე გაუცხადდება, რამდენად მყარია ის, რასაც მიანდო თვისი სასოება. როგორ შეძრწუნდებიან ისინი, ვინც იხილავს მაშინ, რომ მოტყუვდა არჩევანში.
ბავშვობაში წმინდანთა ცხოვრებას რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, თითქოს სულში ღვთიური სხივი შემოდიოდა, რაც სიტკბოებით, სიხარულით და სიმხიარულით მავსებდა და აღმანთებდა უფლის სიყვარულით და წყურვილით ზეციურისადმი. მაშინ მეძინა თუ მეღვიძა, ...
იხილეთ სრულად
ბავშვობაში წმინდანთა ცხოვრებას რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, თითქოს სულში ღვთიური სხივი შემოდიოდა, რაც სიტკბოებით, სიხარულით და სიმხიარულით მავსებდა და აღმანთებდა უფლის სიყვარულით და წყურვილით ზეციურისადმი. მაშინ მეძინა თუ მეღვიძა, ვსეირნობდი თუ ვინმეს ვესაუბრებოდი, ჩემი გონება ზეციურზე ფიქრობდა და გული უფალს არ შორდებოდა.
თავი ანებე მოყვასის განსჯასა და განკითხვას და რაც სიწმიდეთ საგმობელი აზრები დაგებადება თავში. ნუ იფიქრებ, რომ დამნაშავე ხარ ავი ფიქრების გამო, თუ თავად გულისთქმით არ ეთანხმები ამ აზრებს და არ გსურს მათი წვევა, მაშინ ისინი ავ სულებ...
იხილეთ სრულად
თავი ანებე მოყვასის განსჯასა და განკითხვას და რაც სიწმიდეთ საგმობელი აზრები დაგებადება თავში. ნუ იფიქრებ, რომ დამნაშავე ხარ ავი ფიქრების გამო, თუ თავად გულისთქმით არ ეთანხმები ამ აზრებს და არ გსურს მათი წვევა, მაშინ ისინი ავ სულებს ეკუთვნის და შეეცადე არ მიაქციო მათ ყურადღება.
სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი,
ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა.
ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა და რაც წყლისგანაა, ზღვასვე უბრუნდე...
იხილეთ სრულად
სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი,
ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა.
ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა და რაც წყლისგანაა, ზღვასვე უბრუნდება.
თ. 39-40
ხოლო სული ცხადად მეტყველბს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი, და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთ მოძღვრებას.
ცრუმეტყველთა თვალთმაცქცობისამებრ, რომელთაც დაჰფერფლეს თავიანთი სინდისი,
და რომელნიც კრ...
იხილეთ სრულად
ხოლო სული ცხადად მეტყველბს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი, და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთ მოძღვრებას.
ცრუმეტყველთა თვალთმაცქცობისამებრ, რომელთაც დაჰფერფლეს თავიანთი სინდისი,
და რომელნიც კრძალავენ ქორწინებასა და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.
რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით.
ვინაიდან განიწმიდება ღმრთი...